GOGA.TV
ნიკა მელიას საქმეზე 22 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
  • ნიკა მელიას საქმეზე 22 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

    ნიკა მელიას საქმეზე 22 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - წერილში წერია, რომ მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას წარმოადგენს.

    ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნის შეწყვეტას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას მოუწოდებს.

    "მივიჩნევთ, რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

    ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას. მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

    ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ," - აღნიშნულია განცხადებაში.
    133 ნახვა
    13-02-2021, 09:55