GOGA.TV
  • 14 წლის მოზარდს ემშვიდობება - წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა

    ქობულეთი 14 წლის მოზარდს ემშვიდობება - გოგონას, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, 15:00 საათზე, სოფელ ქაქუთში დაკრძალავენ.

    დედა, რომელიც თურქეთიდან გუშინ დაბრუნდა, პანაშვიდს არ დაესწრება, თუმცა დაკრძალვაზე მისვლას აპირებს. ის "კურიერთან" კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საუბრობს მტკიცებულებაზე, რომელის მიხედვითაც შესაძლოა საქმის გარემოებები დაზუსტდეს, საუბარია დღიურზე, რომელიც ბავშვს ჰქონდა.

    გოგონას მიერ გაკეთებული ჩანაწერები დღიურის სახით, უკვე ამოღებულია. დედის ინფორმაციით, მის შინაარსს გამოძიება ახლა აქტიურად სწავლობს.

    როგორც მერი რომანაძე ამბობს, მას შვილთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მას არასდროს უთქვამს რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

    "ჯერჯერობით ამოწმებენ, ისეთი ცუდი არაფერი არ წერიაო, ასე მითხრეს. მე სულ ბოლოს ჩემმა გოგომ რომ მითხრა, დღიური მაქვსო. ჩემი შვილი რაღაცნაირად გულჩათხრობილი გოგო იყო, მე ვარ შაქრით დაავადებული ადამიანი და ალბათ სულ ცდილობდა რომ დედას გული არ ვატკინოო. სულ ვეუბნებოდი რომ ჭკვიანად იყავი, ხომ იცი რომ მე შორს ვარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ აქედან. ნუ მანერვიულებ გთხოვ-თქო ვეუბნებოდი. ასე ვარიგებდი მე ყოველთვის და ამის გამო ალბათ მე არაფერი არ მითხრა. მარტო მე კი არა, საერთოდ არავის არაფერი არ უთხრა.

    მე ასე ვიცი, რომ facebook-ზე ჰქონდა მიწერ-მოწერა, ეს ვიცი მარტო, მეტი არაფერი არ ვიცი. Facebook-დან გაუცვნიათ ერთმანეთი," - ამბობს ნინი ცეცხლაძის დედა, მერი რომან

    გარდაცვლილი გოგონას დედა თურქეთში მუშაობდა, საიდანაც გუშინ დაბრუნდა.
    153 ნახვა
    13-02-2021, 10:04