GOGA.TV
  • გიორგი ვაშაძე ქუთაისში "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნას გეგმავს

    "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდა. მისი განცხადებით, ქუთაისში იქნება ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაციები კონკრეტული გეგმებით, პროექტებითა და ინიციატივებით.

    გიორგი ვაშაძის თქმით, მაქსიმალურად მოხდება ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერება.

    "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ფრთა ვითარდება, ძალიან აქტიურად. გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა და ქუთაისში გვექნება ძალიან ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია, კონკრეტული გეგმებით, კონკრეტული პროექტებით, ინიციატივებით მთლიანად იმერეთში და არა მხოლოდ ქუთაისში და ამაზე გვექნება დღეს საუბარი ახალგაზრდებთან ერთად. მეტი ენერგია გვინდა შემოვიტანოთ, პოზიტიური, პოლიტიკაში იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და განვითარდეთ," - ამბობს გიორგი ვაშაძე, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავჯდომარე.
    151 ნახვა
    13-02-2021, 10:10