GOGA.TV
youtube
3
15-21 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 15-21 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი გააკეთეთ. უქმეებზე თავს რომანტიკული თავგადასავლების უფლება მიეცით. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ ხართ ეჭვიანი. თქვენი გამოხდომები ხშირად გაურკვევლობას იწვევს მასში.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 21 თებერვალი.

    კურო
    მამაკაცების მხრიდან ყურადღება არ გაკლიათ და საყვარელი ადამიანი ამის გამო იეჭვიანებს. ნუ გაამძაფრებთ სიტუაციას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. კვირის ბოლოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ და მარტოხელები ინტერნეტნაცნობობასაც გააბამთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 19 თებერვალი.

    ტყუპი
    სიყვარულისა და სინაზის კვირა დაგეწყოთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და
    რომანტიკით აგავსებთ. საინტერესო და მაცდურ შემოთვაზებებს მიიღებთ. კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 21 თებერვალი.

    კირჩხიბი
    თუ კატეგორიულად არ მოგწონთ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევები ახლა საქმეების გარჩევის დრო არაა. აქტიურად ჩაერთვებით სოციალურ ცხოვრებაში. შეიძლება ახალი მეგობრებიც კი გაიჩინოთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 21 თებერვალი.

    ლომი
    თუ თქვენს ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, მხოლოდ თქვენ ორნმა მოაგვარეთ და ნურავის ჩარევთ. გახსოვდეთ, რომ უნივერსალურ რჩევას ვერავინ მოგცემთ. სამსახურებრივი ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ. უქმეებზე გართობის სურვილი გაგიჩნდებათ, შინ უმასპინძლეთ მეგობრებს.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 19 თებერვალი.

    ქალწული
    გარშემო მყოფი მამაკაცების ყურადღებას კი იქცევთ, მაგრამ თავად არ გაცლიათ სიყვარულისთვის. სამსახურში, როგორც ყოველთვის, ახალი პროექტების დაწყება და რთული ვალდებულება შესრულება მოგიწევთ. შეიძლება უქმეებიც მუშაობაში გაატაროთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 19, 21 თებერვალი.

    სასწორი
    დაპირებების ასრულების პერიოდი დაგიდგათ. მოერიდეთ მწარე გამონათქვამებს. განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ და განსაკუთრებით, ხალხის თანდასწრებით. ასეთ უხეშობას თქვენგან არავინ ელოდა. დროა, გაზაფხულისთვის მოემზადოთ და საყვარელ სასუსნავებზე უარი თქვათ.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 21 თებერვალი.

    მორიელი
    თქვენს ცხოვრებაში უკვე არის ადამიანი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება. აღიარეთ. საერთო მიზნები გაქვთ და ერთად ბევრ სირთულეს დაძლევთ. მეტი დრო გაატარეთ შინ, მშობლების გვერდით. ერთად გაემგზავრეთ აგარაკზე, მოემზადეთ საგაზაფხულო საქმეებისთვის.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 19 თებერვალი.

    მშვილდოსანი
    საქმეების პარალელურად გართობა და დასვენება მოგინდებათ. ახალი ჰობი განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ. ურთიერთობაში გულახდილობა ყველაზე კარგია. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი ყველა ეჭვს გაგიფანტავთ. უქმეებზე ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 16, 19 თებერვალი.

    თხის რქა
    მატერიალური და უძრავი ქონების საკითხების მოგვარებით დაკავდებით. პირად ცხოვრებაში ჰარმონია გაქვთ და ეს თქვენს განწყობაზეც აისახება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასერიოზულება მოგინდებათ. გაიუმჯობესეთ ძილისა და დასვენების რეჟიმი.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 20 თებერვალი.

    მერწყული
    მშვიდი, სასიამოვნო კვირა დაგიდგათ. ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა, ახლა ახალი მიღწევების, იდეების განხორციელებისთვის უნდა მოემზადოთ. პირად ცხოვრებაში რთული სიტუაციის გამოსწორებას ნუ იჩქარებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ რბილი და გამგები უნდა იყოთ. პრინციპები ხანდახან ხელს გვიშლის, კომპრომისი უნდა მოძებნოთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 17, 20 თებერვალი.

    თევზები
    ახალი პროექტები მეტ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან. დააკვირდით დეტალებს. უმნიშვნელო უზუსტობამ შეიძლება სერიოზული უსიამოვნება მოგიტანოთ. ფულთან მიმართებაშიც გმართებთ ყურადღება. მეგობრობას და მსუბუქ ფლირტს ერთმანეთში ნუ აურევთ. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი გეძლევათ.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 19 თებერვალი.

    წყარო: marao.ge
    99 ნახვა
    14-02-2021, 23:52