GOGA.TV
youtube
3
15-21 თებერვლის სილამაზის კალენდარი - კარგია წარბების კორექცია, პილინგი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა
  • 15-21 თებერვლის სილამაზის კალენდარი - კარგია წარბების კორექცია, პილინგი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა

    მთვარე მზარდია, მერკური - რეტროგრადული. გირჩევთ, მიუბრუნდეთ ძველ, მიტოვებულ, გადადებულ საქმეებს. გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, ზოგიერთს ძველი კავშირების აღდგენის სურვილი გაგიჩნდებათ. რაც შეეხება კოსმეტიკურ პროცედურებს, კარგია ვიტამინების ნიღბებით თმისა და კანის განებივრება.

    15 თებერვალი, მთვარე აქტიურ ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
    კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ
    გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    17 (4:11-დან) 19 (20:03-მდე) თებერვალი, დინჯი მთვარე კუროს ზოდიაქშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    19 თებერვალი 20:03-დან ცვალებადი მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს - კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    წყარო: marao.ge
    88 ნახვა
    14-02-2021, 23:54