GOGA.TV
  • პარლამენტის შენობის შესასვლელთან ნიკა მელიას მხარდამჭრებეი აპროტესტებენ

    "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას - დააკმაყოფილონ პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე დატოვონ, ამ წუთებში პარლამენტის შენობის შესასვლელთან ნიკა მელიას მხარდამჭრებეი აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან.

    პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

    ნიკა მელიას ადვოკატები საკანონდებლო ორგანოში მივიდნენ. ისინი აპირებენ სხდომას დაესწრონ და საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვან პროკურორს.

    "ჩვენ დავესწრებით სხდომას და საკმაოდ მწვავე კითხვებს დავუსვამთ პროკურატურას. ვეცდებით საზოგადოებას გავაგებინოთ თუ რამდენად ფორმალურია ეს პროცესი. ავითარებენ ნარატივს, რომ ნიკა მელიას გირაოს არ იხდის, ეს კი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა. ნიკას გირაო გადასახდელი არ აქვს. გირაოზე გირაოს გამოყენება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

    ნიკა მელიას ადვოკატები კი საკანონდებლო უკვე ორგანოსთან მივიდნენ. მათი თქმით, პროცესი ფორმალურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გულისხმობს. ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველები სხდომაზე დასწრებას და პროკურორისათვის მწვავე კითხვები დასმას აპირებენ.

    "ჩვენ დავესწრებით სხდომას და საკმაოდ მწვავე კითხვებს დავუსვამთ პროკურატურას. ვეცდებით საზოგადოებას გავაგებინოთ, თუ რამდენად ფორმალურია ეს პროცესი. ავითარებენ ნარატივს, რომ ნიკა მელიას გირაოს არ იხდის, ეს კი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა. ნიკას გირაო გადასახდელი არ აქვს. გირაოზე გირაოს გამოყენება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

    შეგახსენებთ დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.
    132 ნახვა
    16-02-2021, 01:49