GOGA.TV
youtube
3
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან საუკეთესო დედამთილები?
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან საუკეთესო დედამთილები?

    იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ წი­ნას­წარ ვი­ცით პო­ტენ­ცი­უ­რი სა­დე­დამ­თი­ლოს და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია იმის გა­მოც­ნო­ბა რო­გო­რი "ამინ­დი" გხვდე­ბა მე­უღ­ლის სახ­ლში სა­მო­მავ­ლოდ...

    წარ­მო­გიდ­გენთ სა­უ­კე­თე­სო დე­დამ­თი­ლე­ბის სა­მე­ულს:

    მშვილ­დო­სა­ნი – რო­გორც წესი ვე­რა­სო­დეს აც­ნო­ბი­ე­რებს რომ დე­დამ­თი­ლია, უფრო მე­ტიც მას ზო­გა­დად დე­დო­ბის გა­აზ­რე­ბაც უჭირს. შე­სა­ბა­მი­სად, შვილსს და რძალს რო­გორც თა­ნა­ტო­ლებს ისე ეკონ­ტაქ­ტე­ბა. დე­დამ­თი­ლი მშვილ­დო­სა­ნი ნამ­დვი­ლი გან­ძია ისე­თი რძლის­თვის, ვინც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მი­მართ ან­ტი­პა­თი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ ქალს ქა­ოს­ში ცხოვ­რე­ბა ეად­ვი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს მოგ­ცემთ შე­ნიშ­ვნას და­უ­ლა­გე­ბე­ლი სახ­ლის გამო. მას თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ან­დოთ უკვე წა­მოზ­რდი­ლი ბავ­შვე­ბი მხი­ა­რუ­ლი პიკ­ნი­კე­ბის მო­სა­წყო­ბად, მაგ­რამ ჩვილ ასაკ­ში პა­ტა­რას­თან მისი და­ტო­ვე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გეკ­რძა­ლე­ბათ – შე­საძ­ლოა ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით თქვენ შვილს ლუდი გა­ა­სინ­ჯოს ან მა­კი­ა­ჟი გა­უ­კე­თოს გა­სარ­თო­ბად.

    მერ­წყუ­ლი – არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და სა­ოც­რად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი დე­დამ­თი­ლია. თუკი მუდ­მი­ვი ლაქ­ლა­ქის ქრო­ნი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას არ ჩა­უთ­ვლით ნაკ­ლად და მისი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი და­ქა­ლე­ბის ხშირ სტუმ­რო­ბას მოთ­მი­ნე­ბით აი­ტანთ. დე­დამ­თი­ლი მერ­წყუ­ლი არა­სო­დეს შე­გი­ზღუ­დავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ყო­ველ­თვის და­გეხ­მა­რე­ბათ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ჭერს თქვენ მხარს, როცა ქმარ­თან კა­მა­თი ან უთან­ხმო­ე­ბა გექ­ნე­ბათ. ამ ქალ­თან ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შე­გიძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი; იგი ყო­ველ­მხრივ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, კარტზეც მკი­თხა­ობ­დეს, ყა­ვა­შიც იხე­დე­ბო­დეს, მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბი­საც სჯე­რო­დეს და ას­ტრო­ლო­გი­ი­თაც იყოს გა­ტა­ცე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი და მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის პატ­რონს, დრო ნამ­დვი­ლად არ დარ­ჩე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­სა­რევ­ლად.

    თხის რქა – მკაც­რი, მაგ­რამ სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი დე­დამ­თი­ლია. თუკი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მო­ა­ხერ­ხეთ მისი გუ­ლის მო­გე­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თით, გულ­წრფე­ლო­ბი­თა და ოჯა­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით, იგი თავ­და­დე­ბუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბათ წლე­ბის მან­ძილ­ზე, თქვენ და თქვენს შვი­ლებს. დე­დამ­თი­ლი თხის რქა ძა­ლი­ან წინ­და­ხე­დუ­ლი და მშვი­დია. უსა­მარ­თლოდ არა­სო­დეს გა­წყე­ნი­ნებთ, მაგ­რამ თა­ვა­დაც უნდა იცო­დეთ ზღვა­რი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. და­ა­ნახ­ვეთ, რომ პა­ტი­ვის­ცე­მით ეკი­დე­ბით ყვე­ლა­ფერს, რაც მას თქვე­ნამ­დე შე­უქ­მნია, ასე მის სიმ­პა­თი­ას ხან­გრძლი­ვი ვა­დით მო­ი­პო­ვებთ და იგი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    88 ნახვა
    16-02-2021, 23:39