GOGA.TV
  • მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავა "არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის"

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, და ნიკა მელიას სასამართლო პროცესს ეხმაურება.

    "ჩემი არამეგობრული რჩევა ივანიშვილს, თუ არ გინდა იგივე მოსამართლემ გაგასამართლოს მალე, დღეს მელიას გაეშვით... მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან ათასგვარ სისულელეზე, არავის ამის არ ჯერა ეს აკვიატება, რომ ყველა თავისუფალი ქართველი ან ციხეში უნდა იყოს, ან საქართველოს გარეთ, აღარ გაგივა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, თუ ახლა ამაზე ვიღაც თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არამედ, შენ პირადად არ აგცდება სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევაა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, არდაჭერის გადაწყვეტილება, რადგან ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება. ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.- წერს მიხეილ სააკაშვილი.
    206 ნახვა
    17-02-2021, 15:14