GOGA.TV
youtube
3
როგორი იქნება მარტი მორიელებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება მარტი მორიელებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

    თვის ძი­რი­თა­დი პე­რი­ო­დი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გარ­თო­ბის გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. მო­გინ­დე­ბათ ბავ­შვებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა, თა­მა­ში. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სპორ­ტულ აქ­ტი­უ­რო­ბებ­ში ან აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩა­ერ­თოთ. მო­ე­რი­დეთ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში გახ­ვე­ვას. გა­მო­ნა­ხეთ დრო და საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღით თაფ­ლო­ბის თვე მო­ი­წყვეთ. მარ­ტის ბო­ლოს მე­ტად უნდა ჩა­ერ­თოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში, დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ას­რუ­ლოთ ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გახ­შირ­დე­ბა სტუმ­რი­ა­ნო­ბა სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის ნა­თე­სა­ვე­ბიც კი გეს­ტუმ­რონ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნეს­ში მო­სინ­ჯოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სახ­ლი­დან და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლო­ბა კონ­სულ­ტი­რე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, ზო­გი­ერთს შე­გიძ­ლი­ათ ში­ნაც კი უმას­პინ­ძლოთ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მარ­ტი ის თვეა, როცა რო­მან­ტი­კუ­ლი სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მო­გინ­დე­ბათ. მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ხა­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან, ხოლო თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ და­წყვილ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრირ­დეთ ან ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნოთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­საც კი მო­უნ­დე­ბათ ფლირ­ტი. მთა­ვა­რია, არ და­ზა­რალ­დეს თქვე­ნი არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ქა­რიზ­მა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან; იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. ნუ იმოქ­მე­დებთ იმ­პულ­სუ­რად და "ცხელ გულ­ზე". გა­ი­კე­თეთ ექო­კარ­დი­ოგ­რა­მა. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ სა­ჭეს­თა­ნაც.

    13 მარ­ტის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნო და რო­მან­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე პე­რი­ო­დი გე­ლით. რაც უფრო ღი­მი­ლი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნი იქ­ნე­ბით, მით მეტ კომ­პლი­მენტს მი­ი­ღებთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც და რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რის­თვი­საც.

    28 მარ­ტის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვა. და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ით, ეზო­ტე­რი­კით. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, აგ­რეთ­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    82 ნახვა
    17-02-2021, 23:43