GOGA.TV
youtube
3
როგორი იქნება მარტი კირჩხიბებისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება მარტი კირჩხიბებისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

    და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ თავს, გარ­შე­მო მყო­ფებს; ზო­გის­გან სა­ინ­ტე­რე­სო თვი­სე­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ის­წვლოთ. მო­გინ­დე­ბათ გა­ი­ფარ­თო­ოთ თვალ­სა­წი­ე­რი. მო­გინ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბა, უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის შეც­ნო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა და სა­უბ­რე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში პარტნი­ო­რის საქ­მე­ე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა თქვენ მო­გი­წევთ. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მო­ე­რი­დეთ მა­ქი­ნა­ცი­ებს. თუ კრე­დი­ტის ან ვა­ლის აღე­ბას აპი­რებ­დით, მი­მარ­თეთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მე­ტად მო­გინ­დე­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტოთ; კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­როთ ან - უცხო ენის.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მო­ი­მა­ტებს ავან­ტი­უ­რიზ­მის სურ­ვი­ლი. მო­გინ­დე­ბათ ახ­ლის, უჩ­ვე­უ­ლოს შეც­ნო­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­იც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს, ცხოვ­რე­ბის გუ­რუს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად და­გა­ნახ­ვებთ ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნებ­საც კი. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რო­მა­ნი გა­ა­ბათ უცხო­ელ­თან; საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­როთ სა­მოგ­ზა­უ­როდ. ზო­გი­ერ­თი მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ნუ ეც­დე­ბით ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით და­იტ­ვირ­თოთ თავი. მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ში, ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­ვას. ჩა­ი­ტა­რეთ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა. და­კავ­დით ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბით, რაც სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­ა­გა­ნი­ჭებთ. მო­ე­რი­დეთ დეპ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და ნურც თა­ვად იქ­ნე­ბით მო­წყე­ნი­ლი.

    13 მარ­ტის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბა, უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა. ზო­გი­ერთს სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, გა­იც­ნოთ უცხო­ე­ლი და მას და­უ­კავ­ში­როთ ან ბედი, ან ბიზ­ნე­სი და­ი­წყოთ მისი დახ­მა­რე­ბით. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, მო­ამ­ზა­დეთ სა­ბუ­თე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­წყვეტთ და­წი­ნა­უ­რე­ბას და იზ­რუ­ნებთ კი­დეც ამა­ზე.

    28 მარ­ტის შემ­დეგ მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. მო­აგ­ვა­რეთ მცი­რე სა­კი­თხე­ბიც და სე­რი­ო­ზუ­ლიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბი­ნის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად გა­რე­მონ­ტე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი მას­თა­ნაა კავ­შირ­ში. გა­მო­ნა­ხეთ თვე­ში რამ­დე­ნი­მე დღე, რათა შეხ­ვდეთ ნა­თე­სა­ვებს, მო­ა­წყოთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    88 ნახვა
    17-02-2021, 23:45