GOGA.TV
როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის
  • როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის

    როგორი იქნება მარტის თვე წყლის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

    კირჩხიბი
    დააკვირდით საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს; ზოგისგან საინტერესო თვისებები შეგიძლიათ ისწვლოთ. მოგინდებათ გაიფართოოთ თვალსაწიერი. მოგინდებათ მოგზაურობა, უცხო ქვეყნის კულტურის შეცნობა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბრები.

    სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
    თვის დასაწყისში პარტნიორის საქმეებისა და ფინანსების მართვა თქვენ მოგიწევთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოერიდეთ მაქინაციებს. თუ კრედიტის ან ვალის აღებას აპირებდით, მიმართეთ შესაბამის ორგანიზაციებს. თვის მეორე ნახევრიდან მეტად მოგინდებათ ინტელექტუალური განვითარება. ზოგიერთმა შეიძლება დამატებითი განათლების მიღება გადაწყვიტოთ; კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ ან - უცხო ენის.

    ფული და სიყვარული
    მოიმატებს ავანტიურიზმის სურვილი. მოგინდებათ ახლის, უჩვეულოს შეცნობა. მარტოხელები გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, ცხოვრების გურუს, რომელიც სრულიად სხვანაირად დაგანახვებთ ჩვეულებრივ მოვლენებსაც კი. გაგიჩნდებათ სურვილი, რომანი გააბათ უცხოელთან; საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავროთ სამოგზაუროდ. ზოგიერთი მატერიალურ დახმარებას მიიღებთ საზღვარგარეთიდან.

    ჯანმრთელობა
    ნუ ეცდებით ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით დაიტვირთოთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ თავში, შინაგან სამყაროში გარკვევას. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. დაკავდით ისეთი საქმიანობით, რაც სულიერ სიამოვნებას მოაგანიჭებთ. მოერიდეთ დეპრესიულად განწყობილ ადამიანებს და ნურც თავად იქნებით მოწყენილი.

    13 მარტის შემდეგ მოგინდებათ მოგზაურობა, უცხო ქვეყნის კულტურის, რელიგიის ტრადიციების გაცნობა. ზოგიერთს სურვილი გაგიჩნდებათ, გაიცნოთ უცხოელი და მას დაუკავშიროთ ან ბედი, ან ბიზნესი დაიწყოთ მისი დახმარებით. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, მოამზადეთ საბუთები. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტთ დაწინაურებას და იზრუნებთ კიდეც ამაზე.

    28 მარტის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. მოაგვარეთ მცირე საკითხებიც და სერიოზულიც. ზოგიერთმა შეიძლება ბინის ძირფესვიანად გარემონტება გადაწყვიტოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. განსაკუთრებით, თუ თქვენი ბიზნესი მასთანაა კავშირში. გამონახეთ თვეში რამდენიმე დღე, რათა შეხვდეთ ნათესავებს, მოაწყოთ ოჯახური დღესასწაულები.

    მორიელი
    თვის ძირითადი პერიოდი სიყვარულისა და გართობის განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ ბავშვებთან ერთად გართობა, თამაში. გამორიცხული არაა, სპორტულ აქტიურობებში ან აზარტულ თამაშებში ჩაერთოთ. მოერიდეთ მაქინაციებში გახვევას. გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანთან ერთად რამდენიმე დღით თაფლობის თვე მოიწყვეთ. მარტის ბოლოს მეტად უნდა ჩაერთოთ სამსახურის საქმეებში, დაკვირვებით შეასრულოთ ყოველდღიური ვალდებულებები.

    სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
    გახშირდება სტუმრიანობა სახლში. შეიძლება დიდი ხნის ნათესავებიც კი გესტუმრონ. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახური ბიზნესში მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. გამორიცხული არაა, სახლიდან დაიწყოთ მუშაობა. განსაკუთრებით, თუ თქვენი სპეციალობა კონსულტირებასთანაა კავშირში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ზოგიერთს შეგიძლიათ შინაც კი უმასპინძლოთ.

    ფული და სიყვარული
    მარტი ის თვეა, როცა რომანტიკული სფეროს გაუმჯობესება მოგინდებათ. მეტად რომანტიკული გახადეთ დამოკიდებულება არსებულ პარტნიორთან, ხოლო თუ მარტოხელა ხართ, იყავით ორიენტირებული, რომ დაწყვილდეთ. შეგიძლიათ გაცნობის საიტზე დარეგისტრირდეთ ან ძველი მეგობრების დახმარებით გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. დაწყვილებულებსაც კი მოუნდებათ ფლირტი. მთავარია, არ დაზარალდეს თქვენი არსებული კავშირი.

    ჯანმრთელობა
    მოიმატებს თქვენი ქარიზმა, სექსუალური ენერგია. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან; იყავით დიპლომატიური. ნუ იმოქმედებთ იმპულსურად და “ცხელ გულზე“. გაიკეთეთ ექოკარდიოგრამა. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთანაც.

    13 მარტის შემდეგ სასიამოვნო და რომანტიკული მომენტებით აღსავსე პერიოდი გელით. რაც უფრო ღიმილიანი და თავაზიანი იქნებით, მით მეტ კომპლიმენტს მიიღებთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვისაც და რომანტიკული პარტნიორისთვისაც.

    28 მარტის შემდეგ შეიძლება მოგინდეთ განმარტოება, საკუთარ თავში გარკვევა. დაინტერესდებით ფსიქოლოგიით, ეზოტერიკით. დააკვირდით სიზმრებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში.

    თევზები
    თვის დიდ ნაწილს მზე თქვენს ნიშანში გაატარებს. იყავით მომართული საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, ცოტა ეგოისტობაც გეპატიებათ. ენერგია მოგემატებათ და ჩაფიქრებული მიზნების, იდეების განხორციელებას შეძლებთ. ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოვლენა. პრაქტიკულად ყველა სირთულის დაძლევის შანის გაქვთ. მარტში სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც გაქვთ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა და გააქტიურდით, არ იზარმაცოთ. პოზიტიური აზროვნება და ოპტიმისტური განწყობა ბევრ სირთულეს დაგაძლევინებთ.

    სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
    თვის დასაწყისში კარგად გექნებათ განვითარებული წარმოსახვა. შეიძლება, წინასწარ განსაზღვროთ მომავალის მოვლენები. ინტელექტუალურ განვითარებას მეტი დრო დაუთმეთ. თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, მარტში ახალი იდეების განხორციელებას მარტივად შეძლებთ, რაც პირადი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, გამორიცხული არაა, ზოგიერთი იდეის განსახორციელებლად დამატებითი ცოდნის მიღებამ მოგიწიოთ. კარგი იქნება, თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერებით ან თავად შეძლებთ თვითგანათლებას.

    ფული და სიყვარული
    რომანტიკული განწყობა მოიმატებს და ბევრ საქმეს სიყვარულით გააკეთებთ. უფრო მეტი, მოიმატებს თქვენი შარმი და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში სიმპათიას დაიმსახურებთ. მარტოხელებს რეალური შანსი გეძლევათ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. ასე, რომ ამ სფეროშიც უნდა იაქტიუროთ. რაც შეეხება დაწყვილებულებს, ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე იყოთ. მოერიდეთ ფლირტს თუ დაქორწინებული ხართ, სასიყვარულო სამკუთხედი კარგს არაფერს მოგიტანთ.

    ჯანმრთელობა
    მარტივ რჩევას მოგცემთ - აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. კარგი იქნება, თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზეც იზრუნებთ. გახსოვდეთ, რომ გასახდომი ჯადოსნური აბები არ არსებობს და აქტიურად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. ზედმეტი წონა სირთულეების მეტს არაფერს მოგიტანთ.

    13 მარტის შემდეგ აქტიურად დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. იყავით მომართული, რომ უკეთესი მხრიდან წარმოაჩინოთ საკუთარი პერსონა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ სტილის, გარეგნობის შეცვლა.

    28 მარტის შემდეგ შეიძლება მოგემატოთ ხარჯი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება სხვების ვალების გადახდამ მოგიწიოთ. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგოთ შემოსავლის წყარო. გაფრთხილდით, შეიძლება გამოვლინდეს ის, რასაც აქამდე გულდაგულ მალავდით და დაგაზარალოთ, როგორც მატერიალურად ასევე ფსიქოლოგიურად.

    წყარო: intermedia.ge
    284 ნახვა
    18-02-2021, 23:59