GOGA.TV
ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილური და მიუღებელია - იან კელი
  • ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილური და მიუღებელია - იან კელი

    სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის შედეგები მძიმე იქნება - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

    დიპლომატის თქმით, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილური და მიუღებელია. კელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

    "საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შეუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს ისეთი არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო. დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება

    . როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიონ, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ ერთად და მონახონ გამოსავალი,"- აცხადებს იან კელი.
    149 ნახვა
    19-02-2021, 00:50