GOGA.TV
youtube
3
როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება მარტი კუროებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

    სო­ცი­ა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტე­რე­სის ჯგუ­ფებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. თა­მა­მად გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. თუ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ერ­თგუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გსურთ, მარ­ტში უნდა იაქ­ტი­უ­როთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კო­ლექ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. სხვა­თა შო­რის, არც გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გე­ტყვი­ან დახ­მა­რე­ბა­ზე უარს, ამი­ტომ ნუ მო­გე­რი­დე­ბათ მათ­თვის თხოვ­ნით მი­მარ­თვა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან. ხში­რად შეხ­ვდით მათ და იმ­ხი­ა­რუ­ლეთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში შან­სი გეძ­ლე­ვათ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან, და­წი­ნა­ურ­დეთ. გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი და აი­მაღ­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი. შე­ად­გი­ნეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა, რო­მელ­საც თვის ბო­ლოს­კენ ერ­თგულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი - რას გე­უბ­ნე­ბი­ან და რას ამ­ბობთ თქვენ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მე­გობ­რებ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბა­საც მო­გი­ტანთ და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­საც. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მე­გობ­რე­ბის წრე­ში შეხ­ვდეთ ახალ სიყ­ვა­რულს. მარ­ტო­ხე­ლებ­მა მე­გობ­რებს სთხო­ვეთ, რომ გა­გაც­ნონ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. ან შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ახალ­და­წყე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჯერ მე­გობ­რებ­საც კი არა­ფე­რი უთხრათ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    თვის და­სა­წყის­ში ენერ­გია მო­გე­მა­ტე­ბათ, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა, აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ენერ­გი­უ­ლო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა აგ­რე­სი­ა­ში არ გა­და­გე­ზარ­დოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფი­ზი­კუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით. გაფრ­თხილ­დით, არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

    13 მარ­ტის შემ­დეგ თავს უფრო ლა­ღად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იგ­რძნობთ. გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, კო­ლე­გებ­თან ერ­თად მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას.

    28 მარ­ტის შემ­დეგ მეტი დრო და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და უკვე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბას. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მფლო­ბე­ლი გახ­დეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    56 ნახვა
    20-02-2021, 02:01