GOGA.TV
youtube
3
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს
  • მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს

    მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს და­ქორ­წი­ნე­ბა, არ­სე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დეთ. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გინ­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა და გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ გა­იც­ნოთ შე­სა­ფე­რი­სი ადა­მი­ა­ნი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დიდ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს თქვენ­გან. გან­სა­კუთ­რე­ბით თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უნდა იყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. არა­ფე­რი რომ არ გა­მოგრჩეთ, შე­ად­გი­ნეთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­დაღ­ლი­ლო­ბის გამო გახ­შირ­დე­ბა უძი­ლო­ბა, მო­გე­მა­ტე­ბათ ნევ­რო­ზუ­ლო­ბა, იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად აწარ­მო­ეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გე­მა­ტე­ბათ ფლირ­ტი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ მე­უღ­ლის მი­მართ. თუ აქამ­დე პარტნი­ორს ზო­გი­ერთ სა­კი­თხში არ ეთან­ხმე­ბო­დით და კონ­ფლიქ­ტი გქონდთ, ახლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ფერს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    თვის და­სა­წყის­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­უ­რო­ბა­ში. მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. მო­გინ­დე­ბათ კონ­კუ­რენ­ტებ­თან გაბ­რძო­ლე­ბა. გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ თავს, სად გაქვთ სი­სუს­ტე­ე­ბი და გა­მო­ას­წო­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ წნე­ვე­ბი­სა და გუ­ლის მი­მართ, მო­უფრ­თხილ­დით შარდს-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მას და თა­ვის ტკი­ვი­ლებ­საც.

    13 მარ­ტის შემ­დეგ სი­ახ­ლე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. მე­ტად მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან გან­მარ­ტო­ე­ბა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებ­მა მე­ტად მო­ინ­დო­მეთ, რომ და­წყვილ­დეთ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და გა­ე­ცა­ნით თქვეთ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს.

    28 მარ­ტის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნად და­ა­ბან­დოთ ფული. გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც ფულს მო­უ­ტანს. თუ პი­რად რუ­კა­ში და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი გაქვთ, მა­შინ გირ­ჩევთ, ფული ზო­მი­ე­რად ხარ­ჯოთ, აკონ­ტრო­ლოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    72 ნახვა
    20-02-2021, 02:03