GOGA.TV
მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიაში სკანდალის დრო არ არის...
  • მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიაში სკანდალის დრო არ არის...

    ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ პირველი მღვდელმსახურება აღავლინა. მან მრევლს პარაკლისის შემდეგ ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიაში სკანდალის დრო არ არის. მისივე თქმით, ბრწყინვალე შვიდეულში პრესკონფერენციას გამართავს და ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე შემდეგ ისაუბრებს.

    მიტროპოლიტმა სტეფანემ უკვე ყოფილ მმართველებს - ეპისკოპოს გრიგოლსა და ყოფილ მღვდელმთავარს - პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი მმართველი ამბობს, რომ ილოცებს მათთვის და სურს იბრძოლოს, რომ პეტრე ცაავას სურვილის შემთხვევაში, მის გვერდით იყოს.
    151 ნახვა
    20-02-2021, 08:33