GOGA.TV
ხარაგაულში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
  • ხარაგაულში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქურდობა მოხდა. სოფელ საქარიქედში უცნობმა პირებმა სახლი გაქურდეს.

    ოჯახის ახლობლის თქმით, წაღებულია საოჯახო ნივთები, თეთრეული და პროდუქტი. უცნობია, როდის მოხდა ფაქტი, შემთხვევის დროს სახლში არავინ იყო.

    ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.
    250 ნახვა
    20-02-2021, 11:29