GOGA.TV
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს
  • მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს

    გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლე­ბი, ზა­რე­ბი, მი­მო­წე­რე­ბი. გახ­დე­ბით აქ­ტი­უ­რი და მო­გინ­დე­ბათ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩა­ე­წე­რეთ სას­წავ­ლო და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე. ზო­გი­ერთს პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ და შე­იძ­ლე­ბა ბლო­გის წერა და­ი­წყოთ ან სას­წავ­ლო წრე შექ­მნათ. სხვა­თა შო­რის, მარ­ტის და­სა­წყის­ში ახალ­გაზ­რდებ­თან უფრო მარ­ტი­ვად გა­მო­ნა­ხავთ სა­ერ­თო ენას, ვიდ­რე უფ­როს თა­ო­ბას­თან.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მეტი მონ­დო­მე­ბი­თა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­უ­დე­ქით ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან. მარ­ტში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ვაჭ­რო­ბა და­ი­წყოთ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა აზ­რთა, იდე­ა­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. მარ­ტო­ხე­ლე­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის (და-ძმე­ბის სა­მე­გობ­რო), მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნოთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ. თუნ­დაც, ერ­თად და­ი­წყოთ ახა­ლი ბიზ­ნე­სი.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    სამ­სა­ხურ­ში თავს სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნად იგ­რძნობთ. კო­ლე­გე­ბი ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ რჩე­ვის­თვის. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­ნა­ხავთ დროს და იზ­რუ­ნებთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ჩა­ი­ტა­რებთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვას. გაფრ­თხილ­დით არ­სე­ბობს სა­წარ­მოო ტრავ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი.

    13 მარ­ტის შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხავთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც კი, ვის­თა­ნაც ადრე გი­ჭირ­დათ კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ახლო მან­ძილ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ.

    28 მარ­ტის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი და კა­რი­ე­რუ­ლი მიზ­ნე­ბი გახ­დე­ბა უმ­თავ­რე­სი. შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გი მი­ი­ღოთ იმ საქ­მე­ში, რა­საც აქამ­დე აკე­თებ­დით. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა და ეს შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რით ან ქორ­წი­ნე­ბი­თაც კი მოხ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    194 ნახვა
    21-02-2021, 01:37