GOGA.TV
პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის კრიმინალია
  • პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის კრიმინალია

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული პოლიტიკა სწორედ მიხეილ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშვნული სახვადასხვა კრიმინალებისგან მომდინარეობს.

    პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის კრიმინალია, მათ შორის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზეც.

    "რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკების გეგმას, როგორ მესახება მე ოპოზიციასთან მოლაპარაკება: მე ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნოთ ეს რადიკალური ფრთა, კონსტრუქციული და მე როგორც ვიცი, არიან საბედნიეროდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებთანაც ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე.

    ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს, მოხდეს მათი დისტანცირება დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, ამ შემთხვევაში, მელიას ვგულისხმობ, დიახ ის კრიმინალია იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზეც, რაც ყველას ავიწყდება და ეს არის უბრალოდ რაღაც ალიბი და მე ყველას შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    110 ნახვა
    22-02-2021, 09:33