GOGA.TV
"შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა
  • "შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა

    27 თე­ბერ­ვალს, ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს 9 გრა­დუს­ში სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით თბი­ლი­სის დრო­ით 12:17-ზე. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ეს არის შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა, დას­რუ­ლე­ბა თუნ­დაც იმ საქ­მე­ე­ბის, რაც თე­ბერ­ვლის ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე და­ი­წყეთ. ხან­და­ხან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე სრულ­დე­ბა ის საქ­მე­ე­ბი, რაც 6 თვის წინ (და­ახ­ლო­ე­ბით, 2020 წლის 17 სექ­ტემ­ბერს) გვქონ­და და­წყე­ბუ­ლი. გა­იხ­სე­ნეთ.

    სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა­ზე ემო­ცი­უ­რო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია. ინ­ტუ­ი­ცია გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია. სხვა­თა შო­რის, გირ­ჩევთ, ამ დღეს თქვენს გარ­შე­მო მყო­ფებს და­აკ­ვირ­დეთ. ამ დღეს ისი­ნი თა­ვი­ანთ რე­ა­ლურ ში­ნა­გან სამ­ყა­როს გა­მო­ავ­ლნენ. შე­იძ­ლე­ბა მათი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც კი ამო­იც­ნოთ და გა­ი­გოთ მათი რე­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ მი­მართ და თქვე­ნი - მათ მი­მართ. ეს არის შე­დე­გე­ბის დღე. თუ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის არა, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­ინც იქ­ნე­ბა, რო­გორ უნდა წარ­მარ­თოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ამ დღის შემ­დეგ.

    27-ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა ქალ­წულ­ში. ქალ­წუ­ლი არის მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი . მას სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტი­კა, სიმ­ყა­რე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მას არ უყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი, უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია. ქალ­წუ­ლი არის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია დე­ტა­ლებ­ზე, აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა და ზუს­ტი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. მას შე­უძ­ლია მშვი­დად, აკუ­რა­ტუ­ლად აკე­თოს მო­ნო­ტო­ნუ­რი საქ­მე, კარ­გად გა­მოს­დის წვრილ დე­ტა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა. აქვს კარ­გი ტვი­ნი და მის თვალს უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლიც კი არ გა­მო­ე­პა­რე­ბა.

    სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლას გირ­ჩევთ, რომ აკონ­ტრო­ლოთ ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, შეგ­რძნე­ბე­ბი და ეგო­იზ­მი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ და­გე­ძა­ბე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ან შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბამ მო­გი­წი­ოთ სიყ­ვა­რუ­ლის სფე­რო­ში. ან სუ­ლაც წერ­ტი­ლი და­უს­ვათ იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მელ­მაც ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თავი. გირ­ჩევთ, სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დეთ, მო­უს­მი­ნით პარტნი­ორს. ეს ეხე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­საც. გან­სა­კუთ­რე­ბით, ვის­თა­ნაც ფი­ნან­სუ­რი თე­მე­ბი გა­კავ­ში­რებთ. 27-ში გა­ერ­კვე­ვით თქვენს გრძნო­ბებ­ში, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­შიც და გა­არ­კვევთ, რას ფიქ­რო­ბენ თქვენ­ზე თქვე­ნი პარტნო­რე­ბი.

    ვინ იგ­რძნობს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად
    რა თქმა უნდა, ქალ­წუ­ლის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ანუ მზით ქალ­წუ­ლე­ბი . აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვისი პრო­ფე­სი­აც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბუ­ღალ­ტე­რი­ას­თან, მე­დი­ცი­ნას­თან, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი, კრი­ტი­კო­სე­ბი, მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი (არა პო­ლი­ცი­ის სფე­რო) სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ამ დღეს გირ­ჩევთ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმუ­შა­ოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ფულ­თან გაქვთ შე­ხე­ბა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მე­ტად კრი­ტი­კუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თქვენ მი­მართ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, და­აკ­ვირ­დით, რას მი­ირ­თმევთ. უმ­ჯო­ბე­სია, ჯან­საღ პრო­დუქ­ტებს მი­ა­ნი­ჭოთ ყუ­რა­დღე­ბა, და­ფიქ­რდეთ დი­ე­ტა­ზე, რა­ცი­ო­ნის შეც­ვლა­ზე.

    სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას, რო­გორც უკვე ვთქვით, ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ მზით ქალ­წუ­ლე­ბი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 27 აგ­ვის­ტო­დან 6 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვას, თქვენს საქ­მე­ებს, ჯან­მრთე­ლო­ბას. მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუხს, შე­დეგს. თუ ავა­დობ­დით, გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით. თუ გი­ჭირ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ახლა შეძ­ლებთ თქვე­ნი ნი­ჭის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას.

    ქალ­წუ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ იგ­რძნო­ბენ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას მზით თევ­ზე­ბი და უფრო მძაფ­რად ისი­ნი, რომ­ლე­ბიც და­ი­ბად­ნენ 22 თე­ბერ­ვლი­დან 4 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა და­გა­ნა­ხოთ ის გზა, რო­მე­ლიც რთუ­ლი, ჩა­კე­ტი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­გიყ­ვანთ. მი­ი­ღებთ შე­დეგს წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან. თქვენ გაქვთ მხარ­და­ჭე­რა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ან გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბის. და­აკ­ვირ­დით თქვენ გარ­შე­მო მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, გარ­შე­მო მყო­ფებს, იმ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რა­საც მი­ი­ღებთ ან უკვე მი­ი­ღეთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც უნდა მი­ი­ღოთ სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

    სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას შე­და­რე­ბით მშვი­დად გა­და­ი­ტა­ნენ კუ­რო­ე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 24 აპ­რი­ლი­დან 4 მა­ი­სამ­დე) და თხის რქე­ბი (25 დე­კემ­ბრი­დან 4 იან­ვრის ჩათ­ვლით). თქვენ უკვე მზად ხართ შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, რათა მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი გა­დად­გათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოთ. რა­ღა­ცა­ში უნდა გა­ერ­კვეთ, ლო­გი­კი­ურ და­სას­რუ­ლამ­დე მიხ­ვი­დეთ.

    გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ელით 27 თე­ბერ­ვალს (+/- 2-3 დღე) მშვილ­დოს­ნე­ბი­სა (26 ნო­ემ­ბრი­დან 6 დე­კემ­ბრამ­დე) და ტყუ­პის (25 მა­ი­სი­დან 4 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით) ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებს. თქვენ არ იქ­ნე­ბით მზად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად; პრო­ექ­ტე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. მაგ­რამ თქვენს გეგ­მებს რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის გავ­ლე­ნის შე­დე­გად შეც­ვლით. თუმ­ცა, ნუ შე­შინ­დე­ბით, თუ გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დებთ, თქვენ­თვის უკე­თე­სი ცვლი­ლე­ბე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

    ბედ­ნი­ერ და მშვიდ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    185 ნახვა
    22-02-2021, 23:57