GOGA.TV
როგორი იქნება მარტი მშვილდოსნებისთვის - გაზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება მარტი მშვილდოსნებისთვის - გაზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

    გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რე­მონ­ტის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ან თუ და­წყე­ბუ­ლი გაქვთ, და­ას­რუ­ლოთ. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან. უმე­ტე­სო­ბა საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა თქვენ­მა ერთ-ერ­თმა ნა­თე­სავ­მა გა­სა­ხე­ლოთ და ამა­ყი იყოთ მის გამო. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მი­მართ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მარ­ტის და­სა­წყის­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი, ნა­თე­სა­ვუ­რი და მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. ზო­გი­ერთს მივ­ლი­ნე­ბაც გე­ლით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ინ­ტე­ლექ­ტი. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. 16 მარ­ტი­დან მე­ტად ჩა­ერ­თეთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებს შო­რის.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    სიყ­ვა­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მო­გინ­დე­ბათ ფლირ­ტი, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს კი - და­წყვი­ლე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. სხვა­თა შო­რის, კარ­გი თვეა ნიშ­ნო­ბი­სა და ჯვრის­წე­რის­თვის. სახ­ლში შექ­მე­ნით ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­რე­მო, რომ ყო­ველ სა­ღა­მოს შინ მი­გეჩ­ქა­რე­ბო­დეთ. იზ­რუ­ნეთ ასა­კობ­რივ ნა­თე­სა­ვებ­ზე. ფული შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხართ, მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია, მაგ­რამ ეცა­დეთ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან არც კი იკა­მა­თოთ, სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხომ გა­მო­რი­ცხუ­ლია... მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი და აგ­რე­სი­უ­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი. მარ­ტში უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ კბი­ლებს, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მას.

    13 მარ­ტის შემ­დეგ იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მო­ა­წეს­რი­გეთ ყვე­ლა გა­უ­მარ­თა­ო­ბა. შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი ავე­ჯი ან გა­და­ა­ხა­ლი­სეთ ძვე­ლი. ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნია იყოს ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის.

    28 მარ­ტის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტი მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სწავ­ლა რა­ღაც ჯგუფ­ში ან გა­დახ­ვი­დეთ ახალ­ში. მი­ი­ღოთ შე­დე­გი კო­ლე­გებ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებ­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    166 ნახვა
    27-02-2021, 01:22