GOGA.TV
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით, ნუ გააღვიძებ მათში მხეცს!
  • 3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით, ნუ გააღვიძებ მათში მხეცს!

    ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს, როგორც კარგი, ასევე ბნელი მხარეები.
    ზოგიერთებს კი, მაგალითად, სუსტი ნერვული სისტემა აქვთ.
    მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ მარტივად დაწყნარდნენ, ისინი მაინც ჰყვებიან ნერვებს.
    შემდეგ შეიძლება ინანონ თავიანთი ნამოქმედარი, მაგრამ, მოგეხსენებათ, გასროლილი სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია..
    რომელი ნიშნები ვერ აკონტროლებენ თავს, როცა საქმე ღრმა ემოციებთან გვაქვს და რა იცვლება მათში ასეთ დროს, ამას ჩვენს სტატიაში გაიგებთ.

    ვერძი
    არც სცადოთ მისი დარწმუნება საპირისპიროში, როცა სხვა მოსაზრება აქვს.
    ისე გამოვიდა, რომ ვერძი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე
    თავშეუკავებელი ნიშანია, რაც გასაკვირი არ არის: მისი მმართველი პლანეტა მარსია. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე გავლენას ომის ღმერთი ახდენს.
    ვერძი ძალიან ხშირად კარგავს მოთმინების უნარს და ცუდი ხასიათის დემონსტრირებას ახდენს. ამავე დროს, მას უჭირს დაწყნარება, მას ზოგ შემთხვევაში არ სჩვევია მოლაპარაკება და შეცდომების აღიარება.

    ლომი
    მას რომ უყურებ, შეცდომით შეიძლება ისიც კი გაიფიქრო, რომ სრულიად არააგრესიულია და უმიზეზოდ კონფლიქტის წარმოქმნა არ შეუძლია.
    დიახ, ლომი არ ერევა სხვების ჩხუბში და უმეტეს შემთხვევაში მას არ აინტერესებს ის, რაც გარშემო ხდება, რადგან ტახტზეა დაბრძანებული და თავს ჯუნგლების მეფედ გრძნობს.
    მაგრამ, თუ ვინმე შეეცდება (თუმცა გაუცნობიერებლად), რომ ეს ტახტი შეარყიოს, ბრძოლის დაწყება გარანტირებულია.
    ასეთ შემთხვევებში ლომი შურისმაძიებელი და დაუნდობელი ხდება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ კატასტროფის მასშტაბებს, თუ მის გზას არასწორად გადაკვეთთ.

    მშვილდოსანი
    როდესაც მშვილდოსანი მიზანში ისვრის, მას ნამდვილად არ უყვარს შეცდომის დაშვება. თუ ვინმე შეეცდება მის შეჩერებას, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პიროვნება ძალიან აგრესიული ხდება.
    მშვილდოსანს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და სიტყვა "კომპრომისი" მისთვის ნაცნობი არ არის.
    მშვილდოსანი არის ცეცხლის ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ძლიერი ტემპერამენტი, არის ვნებიანი და ზოგჯერ ნაკლებად ტაქტიანია. თუ თქვენ შეეცდებით, მას გზაზე გადაეღობოთ, მთელ თავის უარყოფით ენერგიას თქვენსჯენ მომართავს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოა.

    წყარო: Cluber
    133 ნახვა
    28-02-2021, 00:38