GOGA.TV
1-ლი - 7 მარტის სილამაზის კალენდარი
  • 1-ლი - 7 მარტის სილამაზის კალენდარი

    გილოცავთ, გაზაფხულის შემობრძანებას!
    პოზიტიური, კარგი კვირა გველოდება. ორშაბათს 12:40-მდე სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა დაგვეხმარება, რომ გავლამაზდეთ, გავიუმჯობესოთ ვარცხნილობა, ჩაცმულობა. ამ კვირაში მთვარე კლებადია და ჩაიტარეთ პროცედურები, რაც მოცილებასთან, კლებასათანაა კავშირში. კარგი იქნება დიეტის დაცვაც. ამ კვირაში შეჭრილი თმა ნელა გაგეზრდებათ.

    პირველი-2 მარტი მთვარე სასწორშია. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ
    კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    3-4 მარტი მთვარე მორიელშია. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    5-6 მარტი მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    7 მარტი მკაცრი და ასკეტური გადის თხის რქის ზოდიაქოს. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    წყარო: marao.ge
    107 ნახვა
    28-02-2021, 23:40