GOGA.TV
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს თუ მოინდომებთ შესაძლებელია შედევრი შექმნათ. თუ დღევანდელ დღეს მიზნობრივად გამოიყენებთ დღის ბოლოს შეძლებთ საკუთარი თავის და ახლობლების გაკვირვებას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და ახალი წამოწყებების. თქვენში ბევრი დაუხარჯავი ენერგიაა.


    კურო
    დღეს დიდი კონფლიქტი გელით თქვენი ოჯახის რომელიღაც წევრთან, კონფლიქტის მიზეზი ფინანსები იქნება, თქვენ გისაყვედურებენ მფლანგველობის გამო. შესაძლებელია უმოკლეს ხანში გარკვეული ფულადი სახსრების მოძიება დაგჭირდეთ. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ დაძაბული ურთიერთობები ახლობლებთან სიკეთეს არ მოგიტანთ.


    ტყუპები
    დილის ზარმა, რომელიც სასაწრაფო სამუშაოს შესახებ გამცნობთ, შესაძლებელია ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ არა მარტო თქვენ არამედ თქვენი ახლობელი ადამიანიც, რადგან მოგიწევთ წინასწარ მოლაპარაკებული გეგმების შეცვლა. თუმცა არ გირჩევთ ხასიათის ბოლომდე გაფუჭებას, რადგან საქმეებს სადილამდე მოაგვარებთ და დრო დაგრჩებათ ჩანაფიქრის განსახორციელებლადაც.


    კირჩხიბი
    არ ღირს დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობების აღება, განსაკუთრებით ეს ეხება საოჯახო საქმეებს. დღის მეორე ნახევარში თავს უფლება მიეცით მაღაზიებში გაიაროთ საყიდლებზე, მოგვიანებით კი რომელიმე გასართობ დაწესებულებას ეწვიეთ.


    ლომი
    დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, რაც იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ექიმს მიმართოთ და ორგანიზმის სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ. შეეცადეთ დღეს მძიმე საკვები და სპირტიანი სასმელი არ მიიღოთ, აგრეთვე მოერიდეთ ხმაურიან ღონისძიებებს.


    ქალწული
    დღის პირველ ნახევარში მიღებული საკმაოდ დიდი თანხა, შესაძლებელია გამოგადგეთ საღამოს. თქვენ შეძლებთ იყიდოთ არა მარტო რამდენიმე ხელი გამოსასვლელი ტანისამოსი, არამედ გარკვეულ თანხას მომგებიანადაც დააბანდებთ.


    სასწორი
    დღევანდელ დღეს ვარკვლავები გირჩევენ ყველა უსიამოვნება და საზრუნავი დაივიწყოთ და მთელი დღე დასვენებას დაუთმოთ. ქალაქგარეთ დასვენება არ გაწყენდათ ახლობელი ადამიანების წრეში. დროს შესანიშნავად გაატარებთ, ხოლო ახალმა ნაცნობმა, რომელსაც გზაში გაიცნობთ შეიძლება დახმარება გაგიწიოთ გარკვეული პრობლემის გადალახვაში.


    მორიელი
    დღეს აღმოაჩენთ რაღაც ახალს, შეიძლება საიდუმლო გამჟღავნდეს ან ფინანსების ახალი წყარო აღმოაჩინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ის რასაც დღეს გაიგებთ არა მარტო სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება არამედ გარკვეულ წილად საფეხური თქვენთვის ახალი ცხოვრებისკენ.


    მშვილდოსანი
    დღევანდელი დღე საყოფაცხოვრებო პრობლემების გატარებაში ჩაივლის, მოგიწევთ მაღაზიებში გავლა სახლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად, ხელსაყრელია დღეა გენერალური დალაგებისთვის. საღამოს შეძლებთ დასვენებას დივანზე ტელევიზორთან ან წვეულებაზე თუ ამისთვის ძალა დაგრჩებათ.


    თხის რქა
    დღეს შესაძლებელია ისეთი საქმის კეთება მოგიხდეთ, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ მათი თავიდან აცილება არ გამოგივათ. თუმცა შედეგად სასიამოვნოდ დასაჩუქრდებით ან კარგ გამოცდილებას შეიძენთ.


    მერწყული
    დღეს შესაძლებელია თქვენს ახლო ნათესავს თქვენი დახმარება დასჭირდეს, ამის გამო მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა და გამგზავრება. თუმცა ამით არაფერს დაკარგავთ, პირიქით შეიძენთ კიდეც, კარგ განწყობას ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისაგან და სასიამოვნო დროს გაატარებთ ბუნებაში.


    თევზები
    ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკას და ჩურჩულს თქვენს ზურგს უკან. თქვენ სწორად იქცევით, საკუთარი ინტერესების მისაღწევად სხვისას არ არღვევთ. შესაძლებელია გარკვეული ჭორები შურით იყოს გამოწვეული. დღევანდელი დღე გადამწყვეტი შეიძლება გახდეს თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში.
    147 ნახვა
    2-03-2021, 13:28