GOGA.TV
რამ შეიძლება გაანაწყენოს ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რამ შეიძლება გაანაწყენოს ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    და ბო­ლოს მო­მენ­ტა­ლუ­რად დას­ვას წერ­ტი­ლი თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზუს­ტად ამი­ტომ არის სა­ჭი­რო იმის ცოდ­ნა, ვინ, რა­ტომ და რა ვა­დით იბუ­ტე­ბა ხოლ­მე. სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში თა­და­რი­გი და­ი­ჭი­როთ შე­სა­რი­გებ­ლად. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით კი მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის პროგ­ნო­ზი­რე­ბა.

    ასე მა­გა­ლი­თად ცე­ცხლის ნიშ­ნე­ბი - ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი ე.წ. "აა­ლე­ბა­დი" ტემ­პე­რა­მენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი მარ­ტი­ვად ბრა­ზო­ბენ, მაგ­რამ მა­ლე­ვე ივი­წყე­ბენ წყე­ნას. საკ­მა­რი­სია, უბ­რა­ლოდ გაბ­რა­ზე­ბუ­ლებს მაქ­სი­მუმ ოცი წუთი მა­ინც მო­ე­რი­დოთ თვალ­თა­ხედ­ვის არი­დან, რათა თავ­ში რა­ი­მე მძი­მე სა­გა­ნი არ მოგ­ხვდეთ. შემ­დგომ ამი­სა კი უბ­რა­ლოდ, გულ­წრფე­ლი ბო­დი­შით შე­მო­ი­ფარ­გლოთ. ვერ­ძი ენ­თუ­ზი­აზ­მის და ლი­დე­რო­ბის ხელ­ყო­ფა­ზე რე­ა­გი­რებს მძაფ­რად. ლომს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე არ უნდა შე­ე­ხოთ, მშვილ­დო­სან­მა კი შე­საძ­ლოა ტყუ­ილ­ში მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო "გა­გა­ლა­მა­ზოთ".

    მარ­ტი­ვად ივი­წყე­ბენ ხოლ­მე წყე­ნას ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბიც - ტყუპს, მერ­წყულს და სას­წორს ენა ბას­რი სა­მარ­თე­ბე­ლი­ვით უჭ­რის. თუმ­ცა, წყე­ნის და­მახ­სოვ­რე­ბა და შუ­რის­ძი­ე­ბა მათი სტი­ლი არ გახ­ლავთ. ისი­ნი გაბ­რა­ზე­ბას ენამ­წა­რე­ო­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ და რო­გორც წესი, მათი ამ "სი­ტყვა­უხ­ვო­ბის" არ უნდა შე­გე­შინ­დეთ. ტყუ­პი სა­უბ­რი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას ვერ იტანს, მერ­წყუ­ლი ზე­წო­ლას და ჩარ­ჩო­ებს, ხოლო სას­წო­რი შე­საძ­ლოა წყო­ბი­დან ვულ­გა­რუ­ლო­ბამ ან უხე­შო­ბამ გა­მო­იყ­ვა­ნოს.

    სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ მა­შინ, როცა მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს - კუ­როს, ქალ­წულს ან თხის რქას "უღი­ტი­ნებთ ნერ­ვებ­ზე". ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დი ხა­სი­ა­თი­თა და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად ქმნი­ან "ბუ­ზის­გან სპი­ლოს" თუმ­ცა, თუ მა­ინც შე­ძე­ლით მათი გაბ­რა­ზე­ბა, დრო და მოთ­მი­ნე­ბაა სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, სა­ნამ ისი­ნი თქვენ მი­მართ და­კარ­გულ ნდო­ბას აღიდ­გე­ნენ. კურო აჩ­ქა­რე­ბას ვერ იტანს, ქალ­წუ­ლი ცოფ­დე­ბა ქა­ო­სუ­რო­ბა­სა და და­უ­დევ­რო­ბა­ზე, ხოლო თხის რქა წყო­ბი­დან გა­მოჰ­ყავს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

    და­ბო­ლოს, წყე­ნა ხან­გრძლი­ვად ამახ­სოვ­რდე­ბათ, ხან კი მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ახ­სოვთ წყლის ნიშ­ნებს. ამი­ტომ თუ ისე მოხ­და, რომ თქვენ მო­რი­ე­ლი, კირჩხი­ბი ან თევ­ზი გა­აბ­რა­ზეთ, მზად იყა­ვით ხან­გრძლი­ვი ვა­დით ომის გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად. კირჩხიბ­თან შე­საძ­ლოა წყე­ნის მი­ზე­ზი მისი ახ­ლობ­ლე­ბის და­ცინ­ვა ან აბუ­ჩად აგ­დე­ბა იყოს, მო­რი­ელ­თან არა­სო­დეს უნდა შე­ე­ხოთ მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს (რო­მე­ლიც მას საკ­მა­რის­ზე ბევ­რი აქვს), ხოლო თევ­ზე­ბი ღმერ­თმა უწყის მხო­ლოდ რაზე შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ნა­წყენ­დეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    127 ნახვა
    2-03-2021, 23:54