GOGA.TV
TOP სამი ყველაზე ამაყი ზოდიაქოს ნიშანი
  • TOP სამი ყველაზე ამაყი ზოდიაქოს ნიშანი

    ალ­ბათ ყვე­ლა­ფერ­შია სა­ჭი­რო ზღვრის დაც­ვა. სი­ა­მა­ყეც მათ შო­რის სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, ან პი­რიქთ მისი არ­ქო­ნა გახ­დეს ინ­დი­ვიდ­ში მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­ზე­ზი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­კუ­თა­რი "ეგოს" მძაფ­რად აღ­ქმით და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბით.

    ლომი 98% - ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ამა­ყი და ამ­ბი­ცი­უ­რია მთელ თორ­მეტ ზო­დი­ა­ქოს შო­რის. ამ ხალ­ხს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე და სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე გა­და­ბი­ჯე­ბა მხო­ლოდ მა­შინ შე­უძ­ლი­ათ, როცა ვინ­მე გულ­წრფე­ლად უყ­ვართ, ისიც მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში და ვაი, მა­შინ თუ ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტმა ეს ნა­ბი­ჯი ლო­მის მხრი­დან ვერ და­ა­ფა­სა. ლო­მე­ბი უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან; მათ­თვის ვინ­მეს­თვის რა­ი­მეს თხოვ­ნა, მით უმე­ტეს ხვეწ­ნა-მუ­და­რის გა­მარ­თვა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია. ხში­რად ისი­ნი ძა­ლი­ა­ნაც იტან­ჯე­ბი­ან ამ თვი­სე­ბის გამო, მაგ­რამ ზღვარს, რო­მე­ლიც მათ სი­ა­მა­ყე­სა და ემო­ცი­ებს შო­რის გა­დის ბევ­რი ლომი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ არ­ღვევს.

    ვერ­ძი 89% - ვერ­ძის სი­ა­მა­ყე ძალ­ზე "ხმა­უ­რი­ა­ნად" ვლინ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იგი ყო­ველ­თვის და ყველ­გან მზა­დაა სა­ხალ­ხოდ და­ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, იქ­ნე­ბა ეს სამ­სა­ხუ­რი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონ­ტი თუ მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი. თუკი მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემთ, ან უფრო მე­ტიც, აი­ძუ­ლებთ, რომ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლით დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, მის­გან დიდ "რე­ვო­ლუ­ცი­ას" მი­ი­ღებთ და ამ­ჯე­რად იგი აგ­რე­სი­ით შე­ეც­დე­ბა თქვენ­თვის და მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას. ვერ­ძი ამა­ყია, თუმ­ცა არა ბოღ­მი­ა­ნი და ბუ­ტია. ამი­ტომ მისი სი­ა­მა­ყე წა­მის მე­ა­სედ­ში ქრე­ბა თუკი თქვენ მის წი­ნა­შე გულ­წრფე­ლად მო­ი­ბო­დი­შებთ და შე­რი­გე­ბას შეს­თა­ვა­ზებთ.

    თხის რქა 78% - ე.წ. "ჩუმი ამა­ყე­ბის" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. იგი ყო­ველ­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში, თუმ­ცა არც ვერ­ძი­ვით იბ­რძვის ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და არც ლო­მი­ვით იფხო­რე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სით მი­ე­ახ­ლოს და თაყ­ვა­ნი სცეს. თხის რქა გრა­ცი­ო­ზუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დინ­ჯი იმი­ჯით იმ­სა­ხუ­რებს გარ­შე­მო მყოფ­თა პა­ტი­ვის­ცე­მას. მას ხში­რად სი­ტყვა­ძუნ­წო­ბა­შიც კი სდე­ბენ ბრალს, თუმ­ცა აქაც მისი სი­ა­მა­ყე თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს - იგი არა­სო­დეს ჩა­იგ­დებს სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ამი­ტომ დუ­მი­ლი ურ­ჩევ­ნია უსარ­გებ­ლო ლაქ­ლაქს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    116 ნახვა
    3-03-2021, 23:59