GOGA.TV
შვედეთის პოლიცია სავარაუდო ტერაქტის შემთხვევას იძიებს
  • შვედეთის პოლიცია სავარაუდო ტერაქტის შემთხვევას იძიებს

    შვედეთის პოლიცია სავარაუდო ტერაქტის შემთხვევას იძიებს. ქალაქ ვეტლანდაში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 8 ადამიანი დაჭრა.

    დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხნეს, რის შემდეგაც მისი დაკავება შეძლეს და ჰოსპიტალში მოათავსეს.

    მომხდარს თავდაპირველად მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა მოგვიანებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
    116 ნახვა
    4-03-2021, 02:07