GOGA.TV
რამდენად მარტივად ახერხებთ შეყვარებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რამდენად მარტივად ახერხებთ შეყვარებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბო­ბენ ბუ­ნე­ბით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და სპონ­ტა­ნუ­რი ინ­დი­ვი­დე­ბი, თუმ­ცა მათ პა­რა­ლე­ლუ­რად "მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ებ­საც" ვხვდე­ბით და სა­ი­მი­სოდ რომ ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გოთ, რაღა თქმა უნდა, ბევ­რი ჯა­ფაა სა­ჭი­რო.

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვე­ბი სიყ­ვა­რულ­ში ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი იო­ლად აღიქ­ვა­მენ მო­რი­გი რო­მა­ნის წა­მო­წყე­ბას ამი­ტომ ტყუ­პთან, სას­წორ­თან და მერ­წყულ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის წა­მო­წყე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­გი­ჭირ­დე­ბათ. მთა­ვა­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი იყოთ, ასე­ვე ენაც გიჭ­რი­დეთ კარ­გად. თუკი ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად არც ინ­ტე­ლექ­ტის სიმ­წი­რეს უჩი­ვით, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჰა­ე­რის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გული უკვე მო­ი­ნა­დი­რეთ. თუმ­ცა რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ეს უკვე კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რი­ის თე­მაა. თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, "ჰა­ე­რე­ბი" არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც სტა­ბი­ლუ­რე­ბი არი­ან რო­მან­ტი­კულ კავ­ში­რებ­ში.

    მარ­ტი­ვად და სპონ­ტა­ნუ­რად უყ­ვარ­დე­ბათ ხოლ­მე ასე­ვე ცე­ცხლის ნიშ­ნებს. ლო­მე­ბი, ვერ­ძე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი მხურ­ვა­ლე საყ­ვარ­ლე­ბი და რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია "დევ­ნის" მო­მენ­ტი და ექ­სტრი­მი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მათ ინ­ტე­რესს გაღ­ვი­ვე­ბის შემ­დე­გაც არ უზ­რუნ­ველ­ყოფთ პე­რი­ო­დუ­ლი "დო­პინ­გით", რო­მელ­შიც სხვა­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბი და მსუ­ბუ­ქი ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც შე­დის, სავ­სე­ბით შე­სა­ძე­ბე­ლია, რომ თქვენ­მა ცე­ცხლო­ვან­მა პარტნი­ორ­მა ვინ­მე გა­ცი­ლე­ბით უფრო აზარ­ტუ­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის­კენ და­ი­წყოს თვა­ლე­ბის ცე­ცე­ბა. მოკ­ლედ, მო­პო­ვე­ბულ "ცე­ცხლს" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნდა.

    საკ­მა­ოდ რთუ­ლად შე­მო­დი­ან ინ­ტენ­სი­ურ კონ­ტაქ­ტში და მით უმე­ტეს, მარ­ტი­ვად ვერ შე­აყ­ვა­რებთ თავს წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. კირჩხი­ბე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი და თევ­ზე­ბი უზო­მოდ ემო­ცი­ურ და ფრთხილ ადა­მი­ან­თან კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, ამი­ტომ სა­ი­მი­სოდ, რომ მათი გუ­ლის კა­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი მო­ნა­ხოთ, ჯერ ამ უკა­ნას­კნე­ლის ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლა. თუკი ასე­თი ადა­მი­ა­ნი გენ­დო­ბათ და თავს თქვენ გვერ­დით უსაფრ­თხოდ გრძნობს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გრძნო­ბე­ბი თქვენ მი­მართ უკვე რო­მან­ტი­კუ­ლი ელ­ფე­რი­თაც გა­ფე­რად­დეს. თუმ­ცა ნდო­ბის მიჩ­ვე­ვის გა­რე­შე, ისე სპონ­ტა­ნუ­რად იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ ასეთ ადა­მი­ან­თან სა­სიყ­ვა­ურ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის. ამას­თან ერ­თად, თქვენ მათ ეჭ­ვი­ან ბუ­ნე­ბას­თა­ნაც მო­გი­წევთ შე­გუ­ე­ბა, იმი­ტომ რომ წყლის ნიშ­ნებ­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მძაფ­რი მე­სა­კუთ­რუ­ლი ინ­სტიქ­ტე­ბი და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მო­მენ­ტია დო­მი­ნან­ტუ­რი.

    და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე ძნე­ლი მი­წის სტი­ქი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზაა , რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ. კუ­როს, თხის რქის ან ქალ­წუ­ლის მო­სა­ხიბ­ლად თქვენ დიდი დრო, სიმ­შვი­დე, მონ­დო­მე­ბა და სი­ჯი­უ­ტე დაგ­ჭირ­დე­ბათ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი აფა­სე­ბენ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბას პარტნი­ო­რის ხა­სი­ათ­ში. მათ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რამ­დე­ნად შეს­წევს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს უნა­რი უერ­თგუ­ლოს მას და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ამოწ­მე­ბენ ამ უკა­ნას­კნე­ლის ემო­ცი­ებს ერ­თგუ­ლე­ბა­ზე. მი­წის ნიშ­ნის პარტნი­ო­რი თქვენ­გან სიმ­შვი­დეს, ზრუნ­ვას და მუდ­მივ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს. იგი ვერ იტანს თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ ტი­პებს და ე.წ. "ერთი ღა­მის" თავ­გა­და­სა­ვა­ლიც არ არის მის­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი მი­წის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნით და­ი­ბა­და დიდი გარ­ჯა და შრო­მა მო­გე­ლით მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად. სა­მა­გი­ე­როდ, შე­დე­გი უდა­ვოდ ეღი­რე­ბა ამად!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    119 ნახვა
    5-03-2021, 23:25