GOGA.TV
საქართველო ახალი გამოწვევის წინაშეა
  • საქართველო ახალი გამოწვევის წინაშეა

    საქართველო ახალი გამოწვევის წინაშეა - ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ის ბევრად სწრაფად და მარტივად ვრცელდება.

    ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის პერიოდს ემთხვევა, ვაქცინაცია კი ჯერ არ დაწყებულა.

    სამედიცინო ცენტრ ”ლაბუნოს” სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ ახალმა შტამმა სიკვდილიანობა გაზარდა.

    "მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში 31 შემთხვევა კი არა, 31 კონტაქტია, ეს სხვადასხვა რამეა.

    რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას ახალ შტამთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რადგან კვლევები მიდის ამის თაობაზე.

    ბრიტანულმა შტამმაც გაზარდა სიკვდილიანობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ვაქცინები ამ შტამების წინააღმდეგ.

    რომ ვიცოდეთ, რამდენად გავრცელებულია, ყველა პაციენტი, რომელიც აჩვენებს დადებით რეზულტატს პისიარ გამოკვლევით, ყველას უნდა გაუკეთდეს სეკვენირება," - ამბობს გიორგი კავკასიძე.
    103 ნახვა
    6-03-2021, 09:20