GOGA.TV
შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს
  • შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს

    ოპოზიციაში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნის საბოლოო ანგარიშს აფასებენ - მათი ნაწილის თქმით, წინა დასკვნაში არსებული შენიშვნები დღემდე არ არის გათვალისწინებული.

    "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს.

    "ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები 30 წელია კორუფციით არიან დაკავებულები. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ახლა აკეთებენ სუპერ მაშტაბით ბიძინა ივანიშვილთან.

    მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება. გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა,"- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მთავარი სათქმელი სწორედ წინა შენიშვნების გაუთვალისწინებლობა იყო.

    "ძალიან ბევრი საკითხია ჩამოთვლილი, მაგრამ მთავარი ნათქვამი რაც თქვეს, არის ის, რომ წინა დასკვნაში არსებული შენიშვნები არ არის გათვალისწინებული,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

    პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა არ განსხვავდება პირველი დასკვნისგან, რომელიც არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდა.

    "არჩევნებ ჩატარდა დარღვევებით ასეა იქ ნათქვამი, მაგრამ ამავდროულად არ არის იქ მითითებული, რომ არჩევნები გაყალბდა. მთავარია, რომ არჩევნებმა უნდა დაიბრუნოს სანდოობა,"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მთავრობა თავის მხრივ კითხულობს, თუმცა ზაალ უდუმაშვილის თქმით არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა.
    199 ნახვა
    6-03-2021, 09:27