GOGA.TV
ლაშა ჩხარტიშვილი ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს
  • ლაშა ჩხარტიშვილი ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს

    "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ჰესების მშენებლობების უკან კერძო პირების ინტერესები იკვეთება.

    "ნამახვანჰესის ხელშეკრულების გასაჯაროებამ, რომელიც წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ რეალურად საქართველოს ტოტალური დაჰესიანება მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინების ხარჯზე მილიარდების შოვნას ივანიშვილის და მისი პარტნიორების მხრიდან. გაუქმდეს და შეწყდეს დაუყოვნებლივ მშენებლობა, აიკრძალოს ყველა დიდი ჰესის მშენებლობა, ისინი სჭირდება მხოლოდ ივანიშვილს და ის ენერგოდამოუკიდებლობასთან კავშირში არ არის.

    ამასთანავე პასუხისგებაში მიეცეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.
    39 ნახვა
    7-03-2021, 08:43