GOGA.TV
8-14 მარტის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია
  • 8-14 მარტის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია

    კვირის მთავარი მოვლენა ახალმთვარეობაა, რომელსაც ველოდებით 13 მარტს, 14:22-ზე თევზების ზოდიაქოში. ეს არის ახალი იდეების, გეგმების, მიზნების ჩამოწერის დღეა. მეორე დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები. ამ კვირაში ორგვარი მოვლენები შეიძლება განვითარდეს: ან რომანტიკამ და შემოქმედებამ შემოგიტიოთ ან სიზარმაცემ და ტყუილებმა, - თქვენგანაც და თქვენ მიმართაც. გაფრთხილდით, მომატებულია ინფექციების გააქტიურება.

    8 მარტი რომანტიკული, მისტიკური დღეა. ადამიანებში გამძაფრებული იქნება ყნოსვა, შემოქმედებითი აღქმა. ზოგიერთს კი შეიძლება ლექსების ან მუსიკის დაწერის სურვილი მოეძალოს. მოერიდეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. გირჩევთ, დღეს
    ფულზე კი არა, რომანტიკულ ემოციებზე იყოთ ორიენტირებული.

    ზოგადად მარტი საუკეთესო თვეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მარტოხელებისთვის კი - ახალი, რომანტიკული ნაცნობობისთვის.

    8 მარტი, მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და ასკეტური დღეებია. კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.

    კარგია - პედიკიური, პილინგი

    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    9 მარტი, 11:41-ზე მთვარე მერწყულის ზოდიაქოში გადავა. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    11 მარტი, 18:44 საათზე მთვარე თევზებს ესტუმრება. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.

    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    14 მარტი მთვარე აქტიურ ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    წყარო: marao.ge
    138 ნახვა
    7-03-2021, 23:46