GOGA.TV
გამო, შენი შვილის გამო! - "ქალთა მოძრაობა" "ათასი მშობლის მარშს" მოწყობს
  • გამო, შენი შვილის გამო! - "ქალთა მოძრაობა" "ათასი მშობლის მარშს" მოწყობს

    "გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო გამო!!!" - სიმბოლურად სწორედ ქალთა საერთაშორისო დღეს დაამთხვია "ქალთა მოძრაობამ" "ათასი მშობლის მარშის" მოწყობა.

    დღევანდელი აქციით მისი ორგანიზატორები ბოლო დროს გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი შემთხვევები სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგია.

    თბილისში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. თბილისის პარალელურად, ანალოგიური აქცია გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

    აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.
    63 ნახვა
    8-03-2021, 00:25