GOGA.TV
სკანდალურ ინტერვიუში მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა
  • სკანდალურ ინტერვიუში მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა

    ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრის ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მის ცოლთან, მეგან მარკლთან სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა - სკანდალურ ინტერვიუს, დაანონსების შემდეგ, მსოფლიო მედია მოუთმენლად ელოდა.

    ინტერვიუში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მარკლმა მძიმე ბრალდებები წამოაყენა - მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი - შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეში ბევრს აშფოთებდა.

    მეგან მარკლი, რომელიც 2018 წელს ბრიტანეთის პრინცზე დაქორწინდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ლონდონში ძალიან რთული იყო და სუიციდურ ფიქრებამდეც მივიდა იმის გამო, რომ დახმარება ვერავისგან მიიღო.

    სასექსის ჰერცოგინიას თქმით, მისი შვილს, არჩის, რომელიც ახლა 1 წლის არის, პრინცის ტიტულის მინიჭებაზე უარი უთხრეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვის კანის ფერი, შესაძლოა, მუქი ყოფილიყო.
    სკანდალურ ინტერვიუში მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა


    მეგანმა არ დაასახელა კონკრეტული პირები, ვინც არჩის კანის ფერთან დაკავშირებით იყვნენ შეშფოთებული. პრინცმა ჰარიმ კი ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ოჯახმა მათ დაფინანსება შეუწყვიტა, მამა, პრინცი ჩარლზი კი მის ზარებს აღარ პასუხობს.

    მეგანმა აღნიშნა, რომ ისინი გააჩუმა "ფირმამ", რომელსაც ელისაბედი ხელმძღვანელობს.

    "აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან ნათელი, ძალიან რეალური და საშიში, მუდმივი ფიქრი," - ამბობს მეგანი.

    წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა წყვილი რამეს, მეგანმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთ რამეს - "მე მათ დავუჯერე, რომ დამიცავდნენ". თუმცა სასექსის ჰერცოგინია ამბობს, რომ ამბავს კეთილი დასასრული ჰქონდა და ჰარიმ მისი ცოლის სიცოცხლისა და ოჯახის გადარჩენა შეძლო.
    78 ნახვა
    8-03-2021, 01:04