GOGA.TV
ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
  • ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

    "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, პოსტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

    ამის შესახებ მან ინფორმაცია თავის Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

    "მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!" - წერს მაღლაფერიძე
    105 ნახვა
    8-03-2021, 01:23