GOGA.TV
  • ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში - ოპერატორები მეორე სართულიდან გადავარდნენ.

    ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში - დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლები. ისინი სასულიერო პირთა სხდომას აშუქებდნენ, რა დროსაც ხის მოაჯირი გატყდა და ოპერატორები მეორე სართულიდან გადავარდნენ. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    რაც შეეხება სხდომას, ხმაური ეპარქიის ახალი მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მოჰყვა. დაპირისპირება მოხდა მიტროპოლიტ სტეფანეს და პეტრე ცაავას მომხრეებს შორის. შეკრებილების ნაწილმა პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებების შესწავლა მოითხოვა. ასევე, დაინტერესდნენ, თუ რატომ შეუჩერდათ უფლებამოსილება დიაკვნებს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს.
    236 ნახვა
    8-03-2021, 10:00