GOGA.TV
ზოდიაქოს წყვილები, რომლებიც ერთმანეთს გამდიდრებაში დაეხმარებიან
  • ზოდიაქოს წყვილები, რომლებიც ერთმანეთს გამდიდრებაში დაეხმარებიან

    დღეს მო­გი­თხრობთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ სა­მო­მავ­ლოდ კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა ცოლ-ქმრო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად, სო­ლი­დუ­რი კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბის­კენ.

    კურო & ქალ­წუ­ლი - მი­წის სტი­ქი­ის ამ ორ ნი­შანს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ერ­თო, რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი, ისე მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის კუ­თხით. მათი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა-დაგ­რო­ვე­ბი­სას ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ამ წყვილს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი აქვს იმის, რომ ერ­თად ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი, მზარ­დი შე­მო­სავ­ლის პატ­რონ­ნი გახ­დნენ და სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით აა­შე­ნონ სა­ო­ჯა­ხო ფი­ნან­სუ­რი ინ­დუს­ტია. ისი­ნი წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი, ფრთხი­ლე­ბი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, როცა საქ­მე ფულს ეხე­ბა. ორი­ვეს უყ­ვარს გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მია და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, მათ­თვის ერ­თნა­ი­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა.

    კირჩხი­ბი & მშვილ­დო­სა­ნი -
    სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვე­ბის მქო­ნე წყვი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კირჩხი­ბის ხა­სი­ა­თი ბევრ რა­მე­ში წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვიც კია თავ­ქა­რი­ა­ნი მშვილ­დოს­ნის ბუ­ნე­ბას­თან. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ წყვილს სა­უ­კე­თე­სო შან­სი აქვს გამ­დიდ­რდეს და სე­რი­ო­ზუ­ლი კა­პი­ტა­ლის მფლო­ბე­ლი გახ­დეს ერ­თად ქორ­წი­ნე­ბა­ში. ყვე­ლა­ფე­რი კი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ მშვილ­დო­სანს რო­გორც აზარ­ტულ­სა და ქუდ­ბე­დი­ან იუ­პი­ტე­რის შვილს, ბედი ხში­რად ანე­ბივ­რებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის კუ­თხით. თუმ­ცა, რომ არა კირჩხი­ბი და მისი დამ­გრო­ვებ­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი, მშვილ­დო­სა­ნი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა მდი­და­რი. ზუს­ტად კირჩხი­ბია ის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი "რე­ვი­ზო­რი", რო­მელ­საც მშვილ­დოს­ნის ქო­ნე­ბის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა, შე­ნახ­ვა და სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თვა შე­უძ­ლია. აი, რა­ტომ აქვს ამ წყვილს დიდი ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

    მო­რი­ე­ლი & თხის რქა - ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ წყვილს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ერ­თო, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე მენ­ტა­ლუ­რი კუ­თხით. თუმ­ცა მო­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით უფრო აზარ­ტუ­ლი, რის­კი­ა­ნი და ფა­თე­რა­კე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლია, კარ­გად ბა­ლანსდე­ბა თხის რქის მსგავ­სი წინ­და­ხე­დუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რის გვერ­დით ყო­ლით. თხის რქას შე­უძ­ლია მო­რი­ე­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოს და შე­ამ­ცი­როს მისი მხრი­დან წა­მო­სუ­ლი რის­კე­ბი. ამას­თან ერ­თად, თხის გა­ცი­ლე­ბით უფრო პრაგ­მა­ტუ­ლი და ცივი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია. რის გა­მოც, ამ წყვი­ლის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი რის­კე­ბის­გან. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გამ­დიდ­რდნენ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით ან მემ­კვიდ­რე­ო­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ისიც, რომ ამ ორმა ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ბიზ­ნე­სი აქ­ცი­ოს დიდი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    137 ნახვა
    11-03-2021, 00:30