GOGA.TV
  • ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება - თამარ გაბუნია

    ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

    "ვაქცინაცია დაიწყება მალევე, 15 მარტის კვირაში. განაწილდება ვაქცინა დიდ რაიონულ ცენტრებში და დიდ ქალაქებში.

    სადაც 100-ზე მეტი მედპერსონალია, თავიდან იქ მოხდება გადანაწილება. მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, ეს იქნება საკმარისი, რომ სრულად აიცრას სამედიცინო პერსონალი," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
    79 ნახვა
    11-03-2021, 08:06