GOGA.TV
  • ვაქცინა საქართველოში 13 მარტიდან შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე

    "ასტრაზენეკას" ვაქცინა საქართელოში შაბათიდან შემოვა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    "ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვაქცინა შაბათიდან უკვე შემოვა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ჩამოტანაც მოხდეს დაჩქარებული წესით. ამ შაბათიდან ჩამოვა "ასტრაზენეკას" ვაქცინა 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება არსებული პროტოკოლით," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
    75 ნახვა
    11-03-2021, 08:11