GOGA.TV
ავტომობილი რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
  • ავტომობილი რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

    (თუ გა­ცი­ლე­ბით მეტს არა) სიყ­ვა­რულ­სა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას გა­ნიც­დის, რო­გორც საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის მი­მართ – სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და და­ბა­დე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აჩ­ნი­ათ.

    რო­გორც რუსი ას­ტრო­ლო­გი ვა­სი­ლი­სა ვო­ლო­დი­ნა ამ­ტკი­ცებს, მას საკ­მა­ოდ ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სა­სურ­ვე­ლი და ას­ტრო­ლო­გი­უ­რად "თავ­სე­ბა­დი" ავ­ტო­მო­ბი­ლის შერ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით. რაც არ უნდა სა­სა­ცი­ლოდ მო­გეჩ­ვე­ნოთ, არის ამა­ში ერ­თობ გო­ნივ­რუ­ლი მიდ­გო­მა და რაც მთა­ვა­რია, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი.

    ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლი, მისი გა­მოშ­ვე­ბის წლის და აწყო­ბის (ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბის) თა­რი­ღის მი­ხედ­ვით რომ შე­არ­ჩი­ოთ. თუმ­ცა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამის ფუ­ფუ­ნე­ბა ბევრ ჩვენ­თა­განს არ აქვს ან მის­თვის მო­სა­წო­ნი მო­დე­ლის შე­გუ­ლე­ბი­სას ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს იმა­ზე თუ რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "რკი­ნის ცხე­ნი" მას და მის ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კას.

    თუმ­ცა, ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც ბევ­რია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბილს ერთი შე­ხედ­ვით აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უმტყუ­ნე­ბია პატ­რო­ნის­თვის. ბევ­რის­გან გა­მი­გია სხვა ვა­რი­ან­ტიც – "რაც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ამის­მა რე­მონტმა და ნა­წი­ლებ­მა გამ­ყი­დაო." ჰოდა, ბა­ტო­ნე­ბო (და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო), იქ­ნებ ას­ტრო­ლო­გი­უ­რა­დაც გე­ცა­დათ სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შერ­ჩე­ვა?

    დღეს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სტა­ტი­ის ფარ­გლებ­ში თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ხებ ვერ მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ზო­გად სტა­ტის­ტი­კას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გაც­ნობთ იმის შე­სა­ხებ თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლია თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი:

    ვერძს ძლი­ე­რი ძრა­ვის მქო­ნე, "გამ­ძლე" ავ­ტო­მო­ბი­ლი სჭირ­დე­ბა. იდე­ა­ლუ­რია მო­დე­ლე­ბი: Audi TT ან Mazda Rx8

    კურო ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნი­სას მის მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტუ­ლო­ბას და გამ­ძლე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­სა­ფე­რი­სი მო­დე­ლე­ბია: Toyota, Saab, Volvo.

    ტყუ­პის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ორ­გა­ნუ­ლი რა­მაა რო­გო­რიც ხელი ან ფეხი. სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია შემ­დე­გი მო­დე­ლე­ბი: Nissan X-trail, Volkswagen Tiguan, Land Rover Freelander

    კირჩხი­ბი ისეთ ავ­ტო­მო­ბილს ეძებს, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს ხან­გრძლი­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლი, მისი ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი უნდა იყოს. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია ამ მხრივ: Opel Zafira, Mazda 5, Honda FRV.

    ლო­მის­თვის ავ­ტო­მო­ბილს ერ­თგვა­რი, მდიდ­რუ­ლი "აქ­სე­სუ­ა­რის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. მი­სით ლომ­მა პირ­ველ რიგ­ში თავი უნდა მო­ი­წო­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამი­ტომ ლო­მის­თვის იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა Mercedes-Benz A-class ან Nissan Armada ტი­პის მო­დე­ლე­ბი.

    ქალ­წუ­ლის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის გამ­ძლე­ო­ბას, კომ­ფორ­ტუ­ლო­ბა­სა და ხა­რისხს აქვს უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა. ამი­ტომ ქალ­წულ­მა არ­ჩე­ვა­ნი შემ­დეგ მო­დე­ლებ­ზე უნდა შე­ა­ჩე­როს: Volkswagen, Land Rover Discovery 3.

    სას­წო­რის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის შერ­ჩე­ვა მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯის მო­წო­ნე­ბით იწყე­ბა. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია ამ მხრივ: Alfa-Romeo, Fiat.

    მო­რი­ე­ლი სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის შე­სა­ბა­მის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­მართ კარ­გად ადაპ­ტი­რე­ბად მან­ქა­ნას ეძებს. იდე­ა­ლუ­რია მის­თვის: Mercedes-Benz E-class 55 AMG ან Land Rover Discovery

    მშვილ­დო­სანს ტე­ვა­დი, გამ­ძლე და ძალ­ზე სწრა­ფი მან­ქა­ნა სჭირ­დე­ბა. მის­თვის იდე­ა­ლუ­რია: Citroen C4, Peugeot 30.

    თხის რქას სო­ლი­დუ­რო­ბა ხიბ­ლავს. ის ცო­ტა­თი სნო­ბია, ამი­ტომ მის­თვის ისე­თი მო­დე­ლე­ბია შე­სა­ფე­რი­სი რო­გო­რი­ცაა: Saab, Volvo

    მერ­წყუ­ლის­თვის ინო­ვა­ცი­უ­რო­ბას, სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინს აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია: Lexus RX400h, Nissan Primera

    და­ბო­ლოს, თევ­ზე­ბის­თვის კომ­ფორტთან ერ­თად, ავ­ტო­მან­ქა­ნის და­ცუ­ლო­ბას და კონ­სტრუქ­ცი­ის სიმ­ძლავ­რეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­სურ­ვე­ლია აირ­ჩი­ოთ: BMW M235i ან Audi SQ5

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    198 ნახვა
    12-03-2021, 23:41