GOGA.TV
15-21 მარტის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი - კარგია თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება
  • 15-21 მარტის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი - კარგია თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება

    ორშაბათიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ ყველა. მოგინდებათ ცვლილებები, ტრანსფორმაცია, მოიმატებს მგრძნობელობაც. 16 მარტს გონებისა და კონტაქტების მმართველი პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქში გადაინაცვლებს. გაფრთხილდით, რომ არ გათქვათ საიდუმლოებები და არც მოტყუვდეთ. აი, 20 მარტს კი მზე და 21 მარტს ვენერა გადაბრძანდებიან ვერძის ზოდიაქოში. მზე მოგვიმატებს ენერგიას, აქტიურობის, მოქმედების სურვილს და ეს პირად ურთიერთობებსაც ეხება.

    15 მარტი, მთვარე აქტიურ ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა,
    ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    16 მარტი 14:56-დან მთვარე კუროს ზოდიაქოში გადაბრძანდება. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    19 მარტი, მთვარე ცვალებად ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    21 მარტი, მთვარე 16:17-დან მთვარე ემოციურ კირჩხიბში გადავა. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    166 ნახვა
    15-03-2021, 00:39
    ჰოროსკოპი