GOGA.TV
თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს სესიაზე ფარისეველი უწოდა
  • თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს სესიაზე ფარისეველი უწოდა

    პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს სესიაზე ფარისეველი უწოდა.

    "ბატონო ალეკო, თქვენ მე ფარისევლობა შეგატყვეთ, ვითომ წუხხართ. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, დილიდან საღამომდე ვიტირებდი. ფარისეველი ხართ, რომელიც ვითომ წუხს ახლა ბათუმის ბულვარზე. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც კაცებს და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს უკულტურობაა. შესაბამისად, ენა იმისთვის არ მოუცია ღმერთს, მით უმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
    102 ნახვა
    16-03-2021, 07:15