GOGA.TV
ყველაზე არასერიოზული ზოდიაქოს ნიშნები
  • ყველაზე არასერიოზული ზოდიაქოს ნიშნები

    გა­მოთ­ქმა: "არ არის და­ლა­გე­ბუ­ლი", ასე­თი ეპი­თე­ტით ხში­რად ამ­კო­ბენ ხოლ­მე არას­ტან­დარ­ტულ, ექ­სცენ­ტრი­კულ და გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ას­ტრო­ლო­გე­ბი კი თვლი­ან, რომ მსგავ­სი ნი­შან­თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სულ სამი ნი­შა­ნია. ზუს­ტად ამ ნიშ­ნებს შო­რის ვხვდე­ბით ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად და არა­სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნებს...

    ტყუ­პი - ჰა­ე­რის ნი­შა­ნია, თა­ნაც გა­ო­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ტყუ­პის თავი სავ­სეა ჩი­ტე­ბი­თა და ტა­რა­კა­ნე­ბით, რო­მელ­საც იგი გუ­ლუხ­ვად უნა­წი­ლებს გარ­შე­მო მყო­ფებს. ტყუ­პი არაპ­როგ­ნოზ­რე­ბა­დე­ბი, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად ბოღ­მი­ა­ნი ხალ­ხის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მათ უმე­ტე­სო­ბას მოთ­მი­ნე­ბა არ ჰყოფ­ნის აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, ამი­ტომ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­გორც წესი, არა­სო­დეს მიჰ­ყავთ ბო­ლომ­დე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად იმ­კვიდ­რე­ბენ არა­სა­ი­მე­დო, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელს.

    ქალ­წუ­ლი - ალ­ბათ გიკ­ვირთ, ქალ­წუ­ლის სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა, ერთი შე­ხედ­ვით ხომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წეს­რი­გი­სა და დის­ციპ­ლი­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბას მოგ­ვა­გო­ნე­ბენ. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით, იმი­ტომ რომ, ტყუ­პის მსგავ­სად ქალ­წუ­ლიც მუ­ტა­ბე­ლურ (ცვა­ლე­ბად) ნი­შან­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მის­გან ყვე­ლა სა­ხის უც­ნა­უ­რო­ბას უნდა ვე­ლო­დოთ. ქალ­წუ­ლი შე­იძ­ლე­ბა სი­სუფ­თა­ვე­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი უფ­რო­სი იყოს, რო­მე­ლიც ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს აი­ძუ­ლებს ხე­ლე­ბი ყო­ველ სა­ათ­ში ერთხელ და­ი­ბა­ნონ. მან შე­იძ­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­შიც იმუ­შა­ოს, ხოლო უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ა­ტა­როს მიკ­რო­ბე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

    მერ­წყუ­ლი - ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სცენ­ტრი­კო­სია მთელ ზო­დი­ა­ქოს შო­რის. ამას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მერ­წყუ­ლი ხში­რად არა­ნორ­მა­ლუ­რად პო­პუ­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის გამო იქ­ცე­ვა. დიახ, იგი თა­ვი­სი ოპო­ზი­ცი­უ­რი ნიშ­ნის ლო­მის მსგავ­სად, ამ­ბი­ცი­უ­რია და მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, თუმ­ცა ლო­მი­ვით ლი­დე­რო­ბას როდი ეს­წრაფ­ვის... ურ­ჩევ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დოს უც­ნა­უ­რი გა­მოხ­დო­მე­ბით, ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლი­თა თუ ქცე­ვის მა­ნე­რით. ეს კი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად აძ­ლევს მას პო­პუ­ლა­რუ­ლი გი­ჟის იმიჯს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    185 ნახვა
    17-03-2021, 00:45