GOGA.TV
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    გადაწყვეტილებების მიღებაში ნუ აჩქარდებით. გაითვალისწინეთ, რომ წინ საკმარისი დრო გაქვთ ჩანაფიქრის განსახორციელებლად. პრობლემას სხვა კუთხით შეხედეთ და მოულოდნელად გაჭრის გზებს მიაგნებთ.


    კურო
    დღეს აღმოაჩენთ, რომ ყველაზე რთული თურმე უკან მოიტოვეთ. თუმცა ნუ მოდუნდებით, რადგან კიდევ ბევრი ძალისხმევაა საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად. მიენდეთ შინაგან ხმას.


    ტყუპები
    დღეს ფრთხილად მიუდექით ფინანსურ ოპერაციებს, ყველას ნუ ენდობით. შეეცადეთ კარგად აწონოთ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.


    კირჩხიბი
    მიზანი, რომელიც თქვენ დაისახეთ რეალურია, თქვენ მიაღწევთ მას, მთავარია არ გაჩერდეთ. ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემების თავიდან აცილება გაცილებით იოლია, მთავარია ეს პრობლემები წინასწარ გათვალოთ.


    ლომი
    დღეს შეძლებთ გარკვეული სამუშაოს დამთავრებას, რომელიც შემდგომ მოგებას მოგიტანთ. არაა გამორიცხული ჰონორარის მიღება. შესაძლებელია დაგაწინაურონ სამსახურში.


    ქალწული
    შეეცადეთ დღეს დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. კარგი იქნება დროებით თუ აარიდებთ თავს მუშაობას, ხანდახან დასვენება თქვენც ხომ გჭირდებათ.


    სასწორი
    დღეს შექმნილი პრობლემები და გარემოებები არაა თქვენთვის მომგებიანი. ბევრი სერიოზული საკითხისთვის მოგიწევთ სხვანაირად შეხედვა. ნუ განიცდით თუ საქმეები ისე არ მიგდით როგორც გინდოდათ.


    მორიელი
    საქმეებში დღეს არანაირი სერიზული ცვლილებები არ მოხდება. თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ. თქვენი გჭირდებათ ცოტაოდენი დრო, რომ ძალები მოიკრიბოთ.


    მშვილდოსანი
    დღეს შესაძლებელია მომატებული ყურადღება იგრძნოთ საკუთარი პერსონის მიმართ. შეეცადეთ გარშემომყოფთა ნდობა გაამართლოთ. არაა დღეს მიზანშეწონილი საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების მოწყობა.


    თხის რქა
    დღეს დიდია ალბათობა, რომ სამსახურში დაგაწინაურონ ან ხელფასი მოგიმატონ. საკმაოდ წარმტებული იქნება ბიზნეს საქმიანობა, თუ ცოტაოდენ წინდახედულობას გამოიჩენთ.


    მერწყული
    საქმეებში გიმართლებთ, თუმცა დღეს სერიოზულად მოგიწევთ მუშაობა რათა ჩანაფიქრი განახორციელოთ. მიმოიხედეთ გარშემო და თამამად შეუდექით საქმეს.


    თევზები
    შესაძლებელია დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და თქვენი მეორე ნახევარი გახდება. შემოთავაზებულ წვეულებაზე უარი არ თქვათ და საღამო სასიამოვნოდ გაატარეთ.
    188 ნახვა
    18-03-2021, 14:26