GOGA.TV
"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას
  • "ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას

    გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა 2021 წელს 20 მარტს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:38-ზე დგე­ბა . ამ დროს მზე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს 30 გრა­დუ­სი­დან გა­და­დის ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში. სა­სურ­ვე­ლია, ამ დღეს ისე­თი­ვე გან­წყო­ბა შე­იქ­მნათ, რო­გორც ახალ წელს. ეს არის კი­დეც ახა­ლი წელი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი და ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი. ძვე­ლად სწო­რედ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ გა­დი­ოდ­ნენ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი სა­მუ­შა­ოდ. ბუ­ნი­ო­ბა ზო­გი­ერთ აღ­მო­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლურ დღე­სას­წა­უ­ლად ით­ვლე­ბა. ნოვ­რუ­ზი, ასე ეძა­ხი­ან მას, ახალ დღეს ნიშ­ნავს და ბუ­ნე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას სიმ­ბო­ლოა.

    ას­ტრო­ლო­გია შე­ის­წავ­ლის პლა­ნე­ტე­ბის ციკ­ლებს დე­და­მი­წას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ­სე­ბობს 3 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციკ­ლი ჩვე­ნი პლა­ნე­ტის­თვის: ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ციკ­ლი დღე-ღა­მუ­რია. რომ­ლის წყა­ლო­ბითც ჩვენ გვაქვს დღე, შუ­ა­დღე, სა­ღა­მო და შუ­ა­ღა­მე. სა­შუ­ა­ლო ციკ­ლია მთვა­რის 28.5 დღის, ანუ პე­რი­ო­დი ერთი ახალმთვა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რემ­დე. მე­სა­მე ციკ­ლია 365-დღი­ა­ნი ანუ წლი­უ­რი, რომ­ლის დრო­საც მზე ოთხ მნიშ­ვნე­ლო­ვან წე­რილს გა­ივ­ლის. ესე­ნია გა­ზა­ფხუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა და ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის მზე­ბუ­დო­ბა .

    გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის და­წყე­ბამ­დე, 20 მარტს, 10 წუ­თით ადრე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ წელს ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის . ზუსტ დროს კი ჩა­ი­ფიქ­რეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი , რაც გინ­დათ, რომ მოხ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ წელს. სა­სურ­ვე­ლია, თუ კე­თილ გან­წყო­ბას და პო­ზი­ტივს მთელ სამ­ყა­როს გა­უგ­ზავ­ნით. გახ­სოვ­დეთ, რაც უფრო მეტ სი­კე­თეს გა­უგ­ზავ­ნით სამ­ყა­როს, მით მეტი და­გიბ­რუნ­დე­ბათ. გა­მო­ას­ხი­ვეთ სიყ­ვა­რუ­ლი, გა­უგ­ზავ­ნეთ სამ­ყა­როს და ის აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი.

    გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის მთვა­რის მერ­ვე დღეს უწევს, რომ­ლის სიმ­ბო­ლოც ფე­ნიქ­სი ან ცე­ცხლია . კარ­გი იქ­ნე­ბა გაწ­მენ­და ცე­ცხლით. აან­თეთ სან­თე­ლი და შე­მო­ი­ა­რეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ძვე­ლად ამ დღეს ეზო­ში კო­ცონს ან­თებ­დნენ, მის გარ­შე­მო წრე­ზე ტრი­ა­ლებ­დნენ და ცე­ცხლზე გა­დახ­ტო­მის რი­ტუ­ა­ლიც ტარ­დე­ბო­და.

    ძვე­ლად გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მარ­ხვას ინა­ხავ­დნენ, წი­ნაპ­რებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და სახ­ლებ­სა და გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ასუფ­თა­ვებ­დნენ. ანუ ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ ად­გილს ახა­ლი ენერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­სა­წყე­ბად. ძვე­ლად ამ დღეს აცხობ­დნენ ჩი­ტე­ბის ფორ­მის ორ­ცხო­ბი­ლებს, ღე­ბავ­დნენ კვერ­ცხებს, უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. აგ­რეთ­ვე არ­სე­ბობს ასე­თი რი­ტუ­ა­ლი, გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე შე­გიძ­ლი­ათ წყალ­ში ჩა­ალ­ბოთ თეს­ლე­ბი, ბუ­ნი­ო­ბის დღეს კი მი­წა­ში ჩარ­გოთ და სურ­ვი­ლიც ჩა­ი­ფიქ­როთ. წელს ბუ­ნი­ო­ბა მზარ­დი მთვა­რის პე­რი­ოდ­ში დგე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც და­თე­სავთ, კარ­გად გა­იზ­რდე­ბა.

    რო­გორც უკვე იცით, ას­ტრო­ლო­გი­ურ ახალ წლამ­დე მზე თევ­ზე­ბის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა , ეს არის მიმ­ღე­ო­ბის, მოთ­მი­ნე­ბის, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო. თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ბოლო 5 დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ის არის ერთი ციკ­ლის და­სას­რუ­ლის და ახალ­ში გა­დას­ვლის პე­რი­ო­დი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ამ დღე­ებ­ში მო­გე­მა­ტე­ბათ უგუ­ნე­ბო­ბა, წარ­სულ­ზე ფიქ­რი და გან­ცდა; ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაც კი იგ­რძნოს. თით­ქოს და­უც­ვე­ლი ხართ, ში­შე­ბი გი­პყრობთ. ამ დღე­ებ­ში გირ­ჩევთ, უარი თქვათ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბა ხილს, ბოსტნე­ულ­სა და მწვა­ნილს მი­ა­ნი­ჭოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა ბა­ლა­ხე­ბის ჩაი. სა­სურ­ვე­ლია სუფ­თა იყოთ ფიქ­რე­ბით, სი­ტყვე­ბით, სხე­უ­ლით. გული, ქცე­ვა და ტვი­ნი მხო­ლოდ სი­კე­თის­კენ გქონ­დეთ მო­მარ­თუ­ლი. გა­და­ხე­დეთ გა­სულ წელს, გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნე­ბი. აპა­ტი­ეთ თა­ვად და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეთ მათ, ვი­საც გან­ზრახ თუ უნე­ბუ­რად აწყე­ნი­ნეთ, და­უ­შა­ვეთ. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც წინსვლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბა­ში გიშ­ლით ხელს.

    15-20 მარტს პე­რი­ოდს დელ­ფი­ნის დღე­ე­ბი ჰქვია და ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი, ინ­ტუ­ი­ცი­ი­თა და სიბ­რძნით არი­ან გან­თქმუ­ლე­ბი. აქვთ უნა­რი, ამოხ­სნან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც კი. მათ უმაღ­ლე­სი ძა­ლე­ბი მფარ­ვე­ლო­ბენ. არი­ან ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის უნი­კა­ლუ­რი მკურ­ნა­ლე­ბი.

    2021 წელს 20 მარტს ზო­რო­ას­ტრი­უ­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ცხე­ნის წელი იწყე­ბა. და იგი 2022 წლის 20 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ცხე­ნი არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ლი­დე­რე­ბი­სა და წინსვლის ტო­ტე­მი. ცხე­ნი მი­ზან­მი­მარ­თულ და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. თუ შრო­მა­სა და სამ­სა­ხურს პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნებთ, ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შე­გექ­მნე­ბათ. ცხენს არ უყ­ვარს ფა­ცი­ფუ­ცი, ჯერ და­ფიქ­რდით და ახა­ლი ნა­ბი­ჯი მერე გა­დად­გით. მი­უ­ხე­და­ვად შრო­მი­სა, ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ; უპი­რა­ტე­სო­ბა კი აქ­ტი­ურ დას­ვე­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. იმი­სათ­ვის, რომ ცხე­ნი­ვით კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა გქონ­დეთ, ბევ­რი იმოძ­რა­ვეთ, - სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა ან სირ­ბი­ლი იმუ­ნი­ტეტს გა­გიძ­ლი­ე­რებთ. აი, სი­ზარ­მა­ცე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და ტყუ­ი­ლე­ბი ცხე­ნის წელ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად გეკ­რძა­ლე­ბათ.

    ცხე­ნის წელს და­ი­ბად­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წელს 32 და 64 წლის ხდე­ბი­ან, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ისი­ნი, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც და­ემ­თხვა შემ­დეგ პე­რი­ო­დებს: 1957 წლის 21 მარ­ტი­დან 1958 წლის 20 მარ­ტამ­დე და 1989 წლის 21 მარ­ტი­დან 1990 წლის 20 მარ­ტამ­დე. ამ წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, სი­ჯი­უ­ტით, გამ­ძლე­ო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით. არ უყ­ვართ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, არი­ან წე­სი­ე­რე­ბი და სუფ­თე­ბი. ასე­თი­ვე თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და­ი­ბა­დე­ბი­ან 2021 წელს 20 მარ­ტი­დან 2022 წლის 20 მარ­ტამ­დე.

    ორი სი­ტყვით ას­ტრო­ლო­გი­უ­რად გან­ვი­ხი­ლოთ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის დღე, რად­გან ის მთელ წელ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. 2020 წელს, როცა მზემ ვერ­ძის (ვერ­ძი არის ლი­დე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, შე­უ­პო­ვა­რი) პირ­ვე­ლი გრა­დუ­სი გა­დაკ­ვე­თა და ახა­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი წელი და­ი­წყო, მას შე­ურთდა ლი­ლი­ტი (ცდუ­ნე­ბე­ბი და ში­შე­ბი), ყვე­ლამ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ, რომ გა­სუ­ლი წელი რთუ­ლი იყო. წელს მზე პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია სხვა პლა­ნე­ტებ­თან და იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 2021 მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. ვერ­ძის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი ახლა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. მის გვერ­დით არის მთვა­რე. ეს კონ­ფი­გუ­რა­ცია მი­ა­ნიშ­ნებს, რომ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სწავ­ლის სურ­ვი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი . სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა და გო­ნე­ბის - მერ­კუ­რი ახლა თევ­ზებ­ში არი­ან და მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ, რომ და­ვეხ­მა­როთ გარ­შე­მო მყო­ფებს, არ დავ­რჩეთ გულ­გრი­ლე­ბი სხვი­სი ტკი­ვი­ლის მი­მარ­თეთ. მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი, უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი და კე­თი­ლი სი­ტყვე­ბი (ქმე­დე­ბე­ბიც) უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ . მერ­წყულ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი გვეხ­მა­რე­ბი­ან, სო­ცი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი და უსი­ცო­ცხლო ენერ­გე­ბის ტრანსფორ­მა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ ახალ­სა და პროგ­რე­სულ­ზე . მხო­ლოდ ერთი ას­პექ­ტი - ლი­ლი­ტი კუ­რო­ში გვაფრ­თხი­ლებს, რომ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ მა­ტე­რი­ა­ლურ და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­თან.

    გი­სურ­ვებთ, ბედ­ნი­ე­რი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი­ა­ნი და ბა­რა­ქი­ა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი წელი გქონ­დეთ, ჯან­მრთე­ლე­ბი იყა­ვით!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    156 ნახვა
    19-03-2021, 00:19