GOGA.TV
თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა
  • თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

    თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
    17 მარტს ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გართულება "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, იყო თუ არა ეს შემთხვევა ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოქმედების კომიტეტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ანაფილაქსიური შოკი ჯერ არ დადასტურებულა.

    "ახალგაზრდა ადამიანია. იცით, რომ არსებობს კომიტეტი ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

    იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსიური შოკი.

    იქ იყო გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია, ახლა ის კარგად არის," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
    207 ნახვა
    19-03-2021, 09:34