GOGA.TV
22-28 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 22-28 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    მოერიდეთ უსიამოვნებაში გახვევას. ახლობლებთანაც კი სიფრთხილე გმართებთ. მეტად დააკვირდით გარშემო მყოფებს, გამოარჩიეთ ისინი, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ. ვალდებულებების გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გაგიფუჭდეთ, უქმეები ერთად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 28 მარტი

    კურო
    პროფესიულ სფეროში წარმატებისთვის იბრძვით, მაგრამ ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ. ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მოისურვებთ, მაგრამ დასვენების უფლებაც მიეცით თავს. ახალდაწყებული რომანი განწყობას გაგიუმჯობესებთ. თუმცა, ვარდისფერ სათვალეს რაც უფრო მალე მოიხსნით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.
    კვირის საუკეთესო დღე: 28 მარტი

    ტყუპი
    სამსახურში მოთმინებით უნდა
    აღიჭურვოთ. ყველაფერს ერთად და ახლავე ვერ მიიღებთ. უქმეებზე გამონახეთ დრო მეგობრებთან მხიარულებისა და საყიდლებისთვის. თქვენს გულში შავი ღრუბლები გაიფანტა და მზემ გამოანათა. მიეცით თავს ბედნიერების უფლება.
    კვირის საუკეთესო დღე: 22, 25-26, 28 მარტი

    კირჩხიბი
    გააქტიურდებით, მოსაწყენად ვერ მოიცლით. შუა კვირიდან ცხოვრების სხვადასხვა სფერო დაგაინტერესებთ და ჩაერთვებით კიდეც. მეგობრების დახმარებით კარგ შედეგებს მიაღწევთ. საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა ნუ გენანებათ. თუ პირად ცხოვრებაში ახლა არაფერი ხდება, ცოტა ხანში სიყვარულისა და რომანტიკის პერიოდი დაგიბრუნდებათ.
    კვირის საუკეთესო დღე: 27, 28 მარტი

    ლომი
    ყოველდღიური ვალდებულებების პარალელურად საინტერესო საქმიანობით დაკავდით, რაც "გადაგრთავთ" პოზიტივზე. მეტად დაისვენეთ. შანსი არ გაუშვათ, რომ შეგეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა, ისე ნუ მოიქცევით, რომ საყვარელ ადამიანს ეჭვიანობას დააწყებინოთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 24, 26, 27 მარტი

    ქალწული
    ყველას ნუ ენდობით, დეტალებიც კი გადაამოწმეთ. მოულოდნელი დამთხვევებიც იმატებს. ეცადეთ, არ დაიტვირთოთ სხვისი ვალდებულებებით. გაიღიმეთ, შეიცვალეთ იმიჯი და მამაკაცების ყურადღებასაც მიიქცევთ. პარასკევის შეხვედრა ცხოვრებას სხვანაირად დაგანახვებთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 28 მარტი

    სასწორი
    ნუ აფეთქდებით და ნუ დაანგრევთ იმას, რასაც ააქმდე აშენებდით. მშვიდად გაანალიზეთ მოვლენები და სიტუაციის გარკვევას დაელოდეთ. ნუ ცდილობთ მოვლენების აჩქარებას, ყველაფერს თავის დრო აქვს. რომანტიკული და თავგადასავლებით აღსავსე უქმეები გელით.
    კვირის საუკეთესო დღე: 23, 28 მარტი

    მორიელი
    საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. იყავით გულწრფელი საყვარელი ადამიანის მიმართ. მზრუნველი და მოსიყვარულე - მშობლების. ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. უქმეები ბუნებაში, რომანტიკულად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26 მარტი

    მშვილდოსანი
    თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთმა შეიძლება სამსახური ან საცხოვრებელი შეიცვალოთ. მოერიდეთ საუბრის კონფლიქტში გადაზრდას. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი სერიოზული საქმითაა დაკავებული, ჭირვეულობით თავს ნუ მოაბეზრებთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 22, 25-26, 28 მარტი

    თხის რქა
    შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს გარჯას შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს, ახლა დანებების დრო არაა. თავისუფალი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 27, 28 მარტი

    მერწყული
    ახალი იდეები გაქვთ და პროექტების განხორციელება გსურთ. არაკეთილმოსურნეებთან საქმეებს ნუ წამოიწყებთ. რომ არ გადაიღალოთ, მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. უქმეები საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ, ერთმანეთს სულ სხვანაირად გაიცნობთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 24, 26 მარტი

    თევზები
    დაზოგეთ დრო და ენერგია, არაფრისმომცემ საქმეებს ნუ შეასრულებთ. საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და მზრუნველობა სჭირდება. იყავით მეტად კეთილი მის მიმართ. მარტოხელებს უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელით.
    კვირის საუკეთესო დღე: 28 მარტი

    წყარო: marao.ge
    190 ნახვა
    22-03-2021, 00:31