GOGA.TV
22-28 მარტის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ გარეგნობის, ჩაცმის სტილის შეცვლა
  • 22-28 მარტის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ გარეგნობის, ჩაცმის სტილის შეცვლა

    21 მარტს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა ვერძის ზოდიაქოში გადავიდა. აქვე იმყოფება მზეც. მოგინდებათ ლიდერობა ურთიერთობაში, კარდინალური ცვლილებები, გარეგნობის, ჩაცმის სტილის შეცვლა. 14 აპრილამდე პირად ცხოვრებაში აქტუალური იქნება სამართლიანობა, გულახდილობა და ტემპერამენტიანობა. 23-27 მარტის პერიოდში, გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ მგზავრობისას, საჭესთან. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, განსაკუთრებით, თუ საქმე მჭრელ, ფეთქებად საგნებთან გაქვთ. საქმიანი შეხვედრები წარმართეთ მაქსიმალური დიპლომატიურობით. 28 მარტს 22:48-ზე გვაქვს სავსემთვარეობა. მომატებულია ემოციურობა და ფრთხილად იყავით.

    22 მარტი, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი
    გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    24 მარტი, მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

    26 მარტი, მთვარე 7:25-ზე გადავა ქალწულში. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    28 მარტი, მთვარე 9:22-ზე ესტუმრება სასწორს. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    წყარო: marao.ge
    186 ნახვა
    22-03-2021, 00:33