GOGA.TV
ეს ვაქცინის პრობლემა არ იყო, ეს სისტემის პრობლემა იყო - გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი
  • ეს ვაქცინის პრობლემა არ იყო, ეს სისტემის პრობლემა იყო - გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

    პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარი ფაქტი არა ვაქცინის, არამედ სისტემის ბრალია.

    "ეს ვაქცინის პრობლემა არ იყო, ეს სისტემის პრობლემა იყო. იმედია, რომ ამ სისტემის ყველა ნიუანსს ვნახავთ ვიტყვით საჯაროდ, თუ მოსახდელია ბოდიში მოვიხადოთ, თუ დასასჯელია ვინმე დაისაჯოს. ყველაზე მთავარია, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა,"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძე ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.
    107 ნახვა
    22-03-2021, 09:36