GOGA.TV
  • გიორგი მარგველაშვილმა დათა პაპა ბოლო გზაზე გააცილა

    გიორგი მარგველაშვილმა დათა პაპას საქართველოს გაუტეხლობის სიმბოლო უწოდა.

    "ჩვენ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც გახდა საქართველოს დღევანდელი გაუტეხლობის სიმბოლო.

    არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი მომყავდა აქ სიამაყით, თავისუფალი სამყაროს ლიდერებს ვაცნობდი დათა პაპას სწორედ იმიტომ, რომ მეჩვენებინა, რამდენად გაუტეხელია ჩვენი გენი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მისი მაგალითი ჩვენი გამარჯვების და გაუტეხლობის სიმბოლოა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.

    უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში, ებრძოდა.
    91 ნახვა
    22-03-2021, 09:39