GOGA.TV
  • ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ნაპრალი პროგრესირებს

    როგორც ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეწყრული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, საგზაო სამუშაოების გაჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

    "რაც შეეხება ნაპრალს, ეს ჯერ სტაბილიზაციაში მყოფი არ არის, რა თქმა უნდა, პროგრესირებს, თუმცა, მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყრული პროცესის მიმდინარეობა. უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები, ამის შემდგომ დავიგეგმებით კონკრეტულ სამუშაოებზე," - განაცხადა ბენდელიანმა.

    ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.
    97 ნახვა
    22-03-2021, 09:52